"აუგსბურგის" მეკარეს, რომელმაც პენალტის წინ გაზონი განგებ გააფუჭა, ჯარიმა გამოუწერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"აუგსბურგის" მეკარე მარვინ ჰიტცს, რომელმაც ბუნდესლიგის მე-15 ტურში, "კიოლთან" თამაშის დროს 11-მეტრიან ნიშნულთან გაზონი განგებ წაახდინა, ჯარიმის სახით 122,92 ევროს გადახდა მოუწევს.

5 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ჰიტცმა, მას შემდეგ, რაც მის კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, ნიშნულთან გაზონი ფეხით განგებ "მოხნა". მეკარის ეშმაკობამ გაამართლა - "კიოლნის" ფეხბურთელ ანტონი მოდესტს ფეხი გაუცურდა და ბურთს უხეიროდ დაჰკრა, სტუმართა მეკარემ კი მისი მოგერიება შეძლო.

საბოლოოდ "კიოლნმა" ის თამაში 0:1 წააგო და კლუბის წევრებმა, გამწარებულ გულზე, სტუმართა მეკარეს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს.

სხვათა შორის, მოგვიანებით მარვინ
ჰიტცმა თქვა, რომ მის კარში პენალტი უსამართლოდ დაინიშნა და სწორედ ამიტომ მოიქცა ასე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამართლიანად დაინიშნა თუ არა პენალტი ეს ნაკლებად საინტერესოა, მსგავსი საქციელი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, მინიმუმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით და სერიოზული ფულადი ჯარიმით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას შეუძლია მსაჯის მიერ შეცდომით დანიშნული ჯარიმის შემდეგ წესების დარღვევა და თავის მართლება "იმიტომ ჩავიდინე რომ წინა ეპიზოდში მსაჯმა ჯარიმა შეცდომით დაგვიდოო".
თუ მართლა 122.92 ევროა და არა 122 ათასი, მაშინ ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებაა
გულშემატკივარი
15:04 08-12-2015
0

სიახლეები პოპულარული