გერმანიის თასი. 1/8-ფინალი: "ბორუსიამ" "აუგსბურგს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 დეკემბერს გერმანიის თასის 1/8-ფინალური ეტაპის დარჩენილი ოთხი შეხვედრა გაიმართა.

დორტმუნდის "ბორუსია" სტუმრად "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით სძლია - 2:0. შეხვედრის 61-ე წუთზე სტუმრები პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დააწინაურა, 5 წუთში კი ჰენრიხ მხითარიანმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ბერლინის "ჰერტა" "ნიურნბერგს" ესტუმრა და დორტმუნდელთა მსგავსად, მეტოქე 2:0 დაამარცხა.

ასეთივე ანგარიშით იმარჯვა "ბოხუმმა" "მიუნხენ 1860"-თან.

შემდეგ ეტაპზე გავიდა "შტუტგარტიც", რომელმაც საკუთარ მოედანზე "აინტრახტს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

აუგსბურგი - ბორუსია 0:2
გოლები: 0:1 პიერ-ემერიქ ობამეიანგი (61), 0:2 ჰენრიხ მხითარიანი (66)

ნიურნბერგი - ჰერტა 0:2

გოლები: 0:1 ვლადიმირ დარიდა (32), 0:2 ჯონ ბრუქსი (65)

მიუნხენ 1860 - ბოხუმი 0:2
გოლები: 0:1 იანიკ ჰაბერერი (39), 0:2 ტიმ ჰუგლანდი (44)

შტუდგარტი - აინტრახტი 3:2
გოლები: 0:1 ჟოზეფ ბაფო (6), 1:1 გეორგ ნიედერმაიერი (21), 2:1 ტიმო ვერნერ (99), 2:2 ორჰან ადემი (111), 3:2 ტონი სუნიჩი (18)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული