ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მიუნხენელებს გვარდიოლას შემცვლელად კარლო ანჩელოტი სურთ და სიტყვიერ შეთანხმებასაც კი მიაღწიეს უკვე მასთან.
აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ "ტვიტერზე" ავტორიტეტული ესპანელი ჟურნალისტი გიემ ბალაგიც ადასტურებს: "გვარდიოლას ანჩელოტი შეცვლის. კლუბთან ის 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს".