ინფორმაციას ამის შესახებ ბუნდესლიგის ოფიციალური საიტი ავრცელებს.
მექსიქელმა ფორვარდმა დეკემბერში სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 5 გოლით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ "მიუნხენგლადბახთან" (5:0) მოპოვებულ გამარჯვებაში ფეხბურთელმა საკუთარ ანგარიშზე ჰეთრიკი მიითვალა.
სულ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელი "ლევერკუზენის" შემადგენლობაში მოედანზე 14-ჯერ გამოჩნდა, სადაც თავის გამოჩენა 11 გოლით შეძლო.