რუუდი და 5-მილიონიანი პრობლემა

AutoSharing Option

რუუდ ვან ნისტელროის საქმეები ცუდად მისდის. ჯერ იყო და „ჰამბურგის“ ხელმძღვანელებმა მადრიდის „რეალში“ არ გაუშვეს (არადა, სამეფო გუნდს 34 წლის ჰოლანდიელი ძალიან უნდოდა), მერე კი „აინტრახტთან“ და „ნიურნბერგთან“ ძალიან ცუდად ითამაშა. ამასობაში, რუუდის მთავარი კონკურენტი მლადენ პეტრიჩი გამოჯანმრთელდა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, არმინ ფეეს თქმით ძალიან კარგ ფორმაშია. ბუნდესლიგის მომდევნო ტურში „ჰამბურგს“ „ზანკტ პაულისთან“ დერბი უწევს და დიდი შანსია, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში ვან ნისტელროიმ არ ითამაშოს...

„რეალი“ HშV-ს რუუდის სანაცვლოდ 2 მილიონს სთავაზობდა და თანაც, მადრიდელები თანახმა იყვნენ,

ჰამბურგში ამხანაგური მატჩი გაემართათ, რაც ჩრდილოგერმანულ კლუბს დაახლოებით ერთ მილიონს მოუტანდა. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ვან ნისტელროის გაშვებით „ჰამბურგი“ ჰოლანდიელის ხელფასს (2 მილიონი სეზონის ბოლომდე) დაზოგავდა. მოკლედ, კლუბის შეფებმა უარი თქვეს 5 მილიონზე და გუნდში ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც ძალიან უკმაყოფილოა. რუუდს წინა ტურში აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება - ძალიან უგულოდ თამაშობდა. შესაძლოა, „ჰამბურგის“ შეფები უკვე ნანობენ, რომ ვან ნისტელროი „რეალს“ არ მიჰყიდეს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული