ფულის მონა ფარფანი

AutoSharing Option

ორშაბათს ნაშუადღევს ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ „შალკეს“ 26 წლის პერუელი შემტევი ჯეფერსონ ფარფანი „ვოლფსბურგში“ გადასულიყო, მაგრამ ტრანსფერი ფაქტობრივად თვითონ ფეხბურთელმა ჩაშალა. მიზეზი კი ის არის, რომ ფარფანი ფულის მონაა.
„ვოლფსბურგის“ შეფი დიტერ ჰიონესი შალკელ კოლეგა ფელიქს მაგათთან ყველაფერზე შეთანხმებული იყო - ვოლფსბურგელები გელზენკირხენელებს 15 მილიონ ევროს უხდიდნენ. მაგათს პერუელი ფეხბურთელის გუნდში გაჩერება აღარ უნდოდა, ვოლფსბურგელები კი ფარფანის გადაბირებაზე ოცნებობდნენ. რაც მთავარია, დიტერ ჰიონესი ფარფანს ხელფასზეც შეუთანხმდა: წელიწადში 5.3 მილიონი ევრო, რაც, დაგვეთანხმებით, ფარფანისთვის საკმაოდ მაღალი ჯამაგირია. მაგრამ როგორც აღმოჩნდა,

ეს ყველაფერი პერუელს არ ეყო - მან „შალკესგან“ კომპენსაციის სახით (კონტრაქტი 2012 წლამდე აკავშირებდა) კიდევ ერთი მილიონი მოითხოვა. „შალკე“ მზად იყო, ფარფანისთვის სამი მილიონი მიეცა, მაგრამ პერუელს ოთხი მილიონი სურდა. მაგათმა ამაზე უარი უთხრა და ვოლფსბურგელებს შესთავაზა, ეს ერთი მილიონი ტრანსფერის ფასს წაუმატეთო, რაზეც უკვე ჰიონესმა თქვა უარი.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ვოლფსბურგის“ შოკში სწორედ ფარფანის ღორმუცელობის გამო ჩავარდნენ, თორემ მათთვის ამ ერთი მილიონის დათმობაც არ იქნებოდა პრობლემა, რადგან ჯეფერსონის ყიდვა მართლა ძალიან უნდოდათ. შედეგად, ყველა მხარე უკმაყოფილო დარჩა...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული