"რიბერის ბოდიშს ვუხდი. მართალია, ყოველთვის ხისტად ვთამაშობ, მაგრამ ვინმეს დაშავება არ მინდა ხოლმე," - განუცხადა ჟოსუემ "ვოლფსბურგერ ნახრიხთენს". ზემოთ ხსენებული მატჩის შემდეგ რიბერი ამბობდა, ჟოსუემ განგებ დამამტვრიაო. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას რეკორდმაისტერის 27 წლის დრიბლიორი.
.