ჟოსუემ რიბერის მოუბოდიშა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" საყრდენმა ნახევარმცველმა ჟოსუემ "ბაიერნის" ფრანგ გარემარბ ფრანკ რიბერის ოფიციალურად მოუბოდიშა იმის გამო, რომ მე-18 ტურში (ვოლფსბურგი-ბაიერნი 1:1) უხეშად მოცელა, რის შედეგადაც რიბერიმ ტრავმა მიიღო.

"რიბერის ბოდიშს ვუხდი. მართალია, ყოველთვის ხისტად ვთამაშობ, მაგრამ ვინმეს დაშავება არ მინდა ხოლმე," - განუცხადა ჟოსუემ "ვოლფსბურგერ ნახრიხთენს". ზემოთ ხსენებული მატჩის შემდეგ რიბერი ამბობდა, ჟოსუემ განგებ დამამტვრიაო. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას რეკორდმაისტერის 27 წლის დრიბლიორი.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული