პარასკევს ბუნდესლიგის მშვენება, რურის დიდი დერბია - დორტმუნდის "ბორუსია" "შალკეს" მასპინძლობს. დიდი შანსია, რომ გელზენკირხენელთა მცველმა კრისტოფ მეტცელდერმა ტრავმის გამო დერბიში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ვერ ვიტყვით, რომ მეტცეს "ბორუსიას" წინააღმდეგ, თანაც "ვესტფალენშტადიონზე" თამაში ძალიან უნდა, რადგან წლების მანძილზე BVB-ს ღირსებას იცავდა, ახლა კი "დორტმუნდის" მოსისხლე მტერ "შალკეს" ფეხბურთელია, რის გამოც "შავ-ყვითლების" ფანებისგან დიდი ქოქოლა ელის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დანანებით ამბობს, ექიმები ზუსტად ვერ მეუბნებიან, შევძლებ თუ არა მოედანზე გასვლასო. შეგახსენებთ, რომ კრისტოფმა "ბორუსიასთან" ვერც პირველ წრეში ითამაშა.
აქვე იმასაც გეტყვით,
რომ დაცვაში საკადრო პრობლემები დორტმუნდელებსაც აქვთ. "შალკესთან" ნევენ სუბოტიჩი ვერ ითამაშებს, რადგან დისკვალიფიცირებულია. სერბი უკანახაზელი წესით ფელიპე სანტანამ უნდა შეცვალოს, მაგრამ ეს უკანასკნელიც არაა მწყობრში - ბრაზილიელს გრიპი აქვს.
.