ბუნდესლიგა. XIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ობა უდრის გერდს

AutoSharing Option
* "ჰანოვერის" მეკარე რონ-რობერტ ცილერი ერთადერთია, ვისაც ბოლო 160 ტურის განმავლობაში შეუცვლელად აქვს ნათამაშები ბუნდესლიგაში. ეს ასევე "ჰანოვერის" საკლუბო რეკორდია.

* "დორტმუნდისა" და "ინგოლშტადტის" ურთიერთშეხვედრის დაწყებამდე ინგოლშტადტელთა ძირითად შემადგენლობას ჯამში 213 მატჩი ჰქონდა ჩატარებული გერმანიის ჩემპიონატში, იმდენივე, რამდენიც მხოლოდ ბორუსიელთა მცველ მატს ჰუმელსს.

* შტეფან კისლინგმა ბოლო 5 მატჩში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა - 4 გაიტანა, 3 თნაგუნდელებს გაატანინა.

* საინტერესოა, რომ "შალკემ" ბოლო 62 შეხვედრიდან, როდესაც გელზენკირხენელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, 59-ჯერ საბოლოო
დაც მოახერხა გამარჯვების მოპოვება, 3-ჯერ კი ფრედ ითამაშა და არც ერთხელ წაუგია.

* ამ ტურამდე მორიც ლაიტნერს "დორტმუნდის" მაისურით ბუნდესლიგაში 994 დღე არ ეთამაშა.

* ხავიერ ერნანდესს "ლევერკუზენის" მაისურით ჩატარებულ უკანასკნელი 16 მატჩიდან 13-ში გოლი აქვს გატანილი და ამ პერიოდში, ჯამში, 18 ბურთი დაუგროვდა. ჩიჩარიტომ თავისი 13 გოლით 2010/11 წლების პირადი საუკეთესო შედეგი გაიმეორა, მაშინ იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხებოდა.

* ბერლინის "ჰერტას" სალომონ კალუს მიმდინარე სეზონში 10 გოლიდან 8 სტუმრად, საგარეო შეხვედრებში აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

* ბერლინის "ჰერტამ" ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა და 397 წუთი გოლი არ გაუშვა, მაგრამ ბრემენის "ვერდერთან" ეს სერია შეწყდა. ბრემენელებმა დედაქალაქელებს 11 წუთში 3-ჯერ შეუგდეს.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგს უკვე 20 გოლი უგროვდება. ბოლო ფეხბურთელი, ვინც ბუნდესლიგაში მსგავს ნიშნულს 19 ტურის მერე უწია, გერდ მიულერი გახლდათ 1976/77 წლების სეზონში. ყველა ტურნირის ჩათვლით კი, გაბონელს ამ სეზონში ბორუსიელთათვის უკვე 29 გოლი აქვს გატანილი.

* "აუგსბურგი" ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია ბოლო 7 ტურში (4 მოგება, 3 ფრე).

* "შტუტგარტის" "ჰამბურგთან" გამარჯვების მერე - შტუტგარტელებს 5 ტურია, არ წაუგიათ (3 მოგება, 2 ფრე), ხოლო ჰამბურგელებს 5 ტურია, არ მოუგიათ (1 ფრე, 4 მარცხი).

* ანტონი მოდესტს "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. "მგლები" მისი ფავორიტი მეტოქეები არიან გერმანიის ჩემპიონატში.

* დავიდ ალაბამ ბუნდესლიგაში "ჰოფენჰაიმის" მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 3 ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო "ბაიერნის" რიგებში გამართულ 119 შეხვედრაში ის ოდენ 2-ჯერ გააფრთხილეს.

* 19 ტურის მერე ერთობლივად გატანილი 32 გოლით რობერტ ლევანდოვსკისა და თომას მიულერის წყვილი საუკეთესო შემტევი დუეტია ბუნდესლიგის ისტორიაში.

* ლევანდოვსკიმ 27-ჯერ მოახერხა მატჩში გოლზე მეტის გატანა, რითაც ჯოვანი ელბერსა და ჰორსტ ხრუბეშს გაუთანაბრდა.

* დუგლას კოშტამ ამ სეზონში 15 გოლში მიიღო მონაწილეობა. აქედან 12 "ალიანც არენაზე" გავიდა.

* "ბაიერნს" მიმდინარე ჩემპიონატში საშინაო შეხვედრებში ორი ან მეტი გოლი გააქვს, საშუალოდ - 3,4.

* ჯოშუა კიმიხი მესამე მოთამაშეა ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც თავისი პირველი 11 მატჩი მოიგო. აქამდე იგივე ტიაგო ალკანტარამ და დომინიკ კიორმა მოახერხეს.

* "ალიანც არენაზე" "ბაიერნს" 561 წუთია, გოლი არ გაუშვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ, რა ფოტოაა... :)))
ნაღდი ზომბია რა!..
ლევანი
13:38 02-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული