ზედიზედ მესამედ - ჩიჩარიტო ბუნდესლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
"ლევერკუზენის" ფორვარდი ჩიჩარიტო, რომელიც კლუბში იჯარის წესით ასპარეზობს, ზედიზედ მესამედ ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

იანვარში ბუნდესლიგის მხოლოდ ორი ტური გაიმართა. "ლევერკუზენმა" "ჰოფენჰაიმთან (1:1) ფრე ითამაშა, "ჰანოვერი" კი გაანადგურა - 3:0. მეორე შეხვედრაში მექსიკელმა დუბლი გაიფორმა.

ჩიჩარიტომ ხმათა 63% მიიღო, რითაც პიერ-ემერიკ ობამეიანგს (19%), რობერტ ლევანდოვსკის (15%) და კლაუდიო პიზაროს (6%) აჯობა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 შეხვედრაში ჩიჩარიტომ 21 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული