გერმანიის თასი. 1/4-ფინალი: "ბორუსია" და "ვერდერი" შემდეგ ეტაპზე [VIDEO]

AutoSharing Option
9 თებერვალს გერმანიაში თასის 1/4-ფინალის ორი მატჩი გაიმართა. შემდეგ ეტაპზე დორტმუნდის "ბორუსია" და ბრემენის "ვერდერი" გავიდნენ.

დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად "შტუტგარტი" დაამარცხა - 3:1. ანგარიში უკვე მეხუთე წუთზე სტუმრებმა მარკო როისის გოლით გახსნეს. 21-ე წუთზე ლუკას რუპმა კი გაათანაბრა, თუმცა დროებით. აქედან ათ წუთში პიერ ემერიკ ობამეიანგმა "ბორუსია" კვლავ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი ჰენრიხ მხითარიანმა 89-ე წუთზე დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მანამდე ამ ანგარიშით სტუმრად ლევერკუზენში "ბაიერთან" ბრემენის "ვერდერმა" გაიმარჯვა. ანგარიში 22-ე წუთზე მასპინძელმა ხავიერ ერნანდესმა პენალტით გახსნა, 31-ზე კი სტუმრებმა სანტიაგო გარსიას
გოლით გაათანაბრეს. ტაიმის მიწურულს "ბაიერი" უმცირესობაში დარჩა - მსაჯმა მოედნიდან ვენდელი გააძევა, კლაუდიო პისარომ კი პენალტიდან გაიტანა. "ვერდერის" მესამე გოლი კი ფლორიან გრილიჩმა 82-ე წუთზე შეაგდო.

გერმანიის თასზე კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს, "ხაიდენხაიმი"-"ჰერტასა" და "ბოხუმი"-"ბაიერნის" მატჩებში გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარკო რა გიჟია
მარკო
12:34 10-02-2016
0

სიახლეები პოპულარული