
დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად "შტუტგარტი" დაამარცხა - 3:1. ანგარიში უკვე მეხუთე წუთზე სტუმრებმა მარკო როისის გოლით გახსნეს. 21-ე წუთზე ლუკას რუპმა კი გაათანაბრა, თუმცა დროებით. აქედან ათ წუთში პიერ ემერიკ ობამეიანგმა "ბორუსია" კვლავ დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი ჰენრიხ მხითარიანმა 89-ე წუთზე დააფიქსირა.
მანამდე ამ ანგარიშით სტუმრად ლევერკუზენში "ბაიერთან" ბრემენის "ვერდერმა" გაიმარჯვა. ანგარიში 22-ე წუთზე მასპინძელმა ხავიერ ერნანდესმა პენალტით გახსნა, 31-ზე კი სტუმრებმა სანტიაგო გარსიას
გერმანიის თასზე კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს, "ხაიდენხაიმი"-"ჰერტასა" და "ბოხუმი"-"ბაიერნის" მატჩებში გაირკვევა.