ბუნდესლიგა. XXIII ტურის წინ: "მგლები" თუ ლევანდოვსკი?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 23-ე ტურში ერთი გამორჩეული მატჩია. მართალია, "ვოლფსბურგი" ის გუნდი აღარ არის, რომელმაც შარშან 4:1 გაანადგურა შინ "ბაიერნი", მაგრამ "ფოლკსვაგენ-არენაზე" მაინც ბრძოლას ვარაუდობენ.

"ვოლფსბურგმა" და "ბაიერნმა" დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ: "მგლებმა" სტუმრად მოუგეს "გენტს", ხოლო "რეკორდმაისტერმა" ასევე გასვლაზე ორი გოლი გაუტანა "იუვენტუსს" და ფრე ითამაშა.

ამ გუნდებმა წელს უკვე სამჯერ მოასწრეს თამაში: გერმანიის სუპერთასზე "ვოლფსბურგმა" პენალტებით მოიგო, გერმანიის თასზე "ბაიერნმა" სტუმრად გაიმარჯვა, ბუნდესლიგის პირველი წრის მატჩი კი ყველას კარგად ემახსოვრება: რობერტ ლევანდოვსკიმ ხუთი გატანილი გოლით გერმანიის ჩემპიონატის ოთხი
ახალი რეკორდი დაამყარა. საერთოდ, პოლონელს ყოველთვის გამოსდიოდა "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ თამაში: 10 თამაშში 9 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.

ორივე გუნდში კვლავ საკადრო პრობლემებია, თუმცა ბენატიას გამოჯანმრთელებით, "ბაიერნის" დაცვის ხაზი აშკარად მომძლავრდება. თუ სტუმრებს, ძირითადად, დაცვის მოთამაშეები აკლიათ, "ვოლფსბურგს" ყველა რგოლში უჭირს: არ იქნება მეკარე ბენალიო, მცველი იუნგი, საყრდენი გილავოგი, შემტევი ნახევარმცველი კალიჯური და ფორვარდი დოსტი. ეს ძალიან ართულებს "მგლების" ამოცანას, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ თამაშის ხარისხის მომატება, რადგან ოთხეულში მოხვედრა ეჭვქვეშ დგას.

"ვოლფსბურგის" პლუსი ამ მატჩში ის არის, რომ შუა კვირას ისვენებდა, "ბაიერნმა" კი უმძიმესი მატჩი გადაიტანა ტურინში.

სავარაუდო შემადგენლობები

ვოლფსბურგი: კასტელსი, ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი, არნოლდი, ლუიშ გუსტავო, ვიეირინია, დრაქსლერი, შეფერი, კრუზე.
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ბენატია, ალაბა, ბერნატი, ჩაბი ალონსო, რობენი, მიულერი, ვიდალი, დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი.

* * *
თუ "ვოლფსბურგმა" იყოჩაღა და ორი ქულა მაინც დააკარგვინა "ბაიერნს", "დორტმუნდს" მიეცემა ლიდერთან მიახლოების კარგი შანსი, რადგან თომას ტუხელის გუნდი შინ იღებს აუტსაიდერ "ჰოფენჰაიმს". "ბორუსიამ" ისევ შესანიშნავი ტემპი აკრიფა და კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში (მოგებული ორთაბრძოლების 54 პროცენტი ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო მეკარე ბიურკი 393 წუთია გოლს არ უშვებს).

თუმცა "ჰოფენჰაიმში" 28 წლის მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის მისვლის შემდეგ გუნდში გამოცოცხლება შეინიშნება. ამ ბიჭის ხელმძღვანელობით, "ჰოფემ" ერთი მატჩი მოიგო და ერთიც ფრედ ითამაშა, თან ამ მატჩებში სხვადასხვა ტაქტიკა გამოიყენა (3-5-2 და 4-3-3).

საინტერესოა, ამჯერად რა სქემას გამოიყენებს ნაგელსმანი. იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატის სტარტზე ხუთიდან ხუთი მოგების შემდეგ სწორედ "ჰოფენჰაიმი" იყო ის გუნდი, რომელმაც "დორტმუნდს" პირველი ქულები დააკარგვინა.

და მაინც, სტუმრები განწირულნი ჩანან. თუნდაც იმიტომ, რომ "დორტმუნდი" შინ დაუმარცხებელია და 30 შესაძლებლიდან 28 ქულა აქვს.

პარასკევი. 26 თებერვალი
კიოლნი-ჰერტა 23:30
დისკვალიფიკაცია: - დარიდა
ტრავმა: ცოლერი - ლანგკამპი, ვან დენ ბერგი, ალაგუი, შიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 მატჩი: +23=10-18 (85-68)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=4-1

შაბათი. 27 თებერვალი
ვოლფსბურგი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: - რაფინია
ტრავმა: ბენალიო, იუნგი, კალიჯური, გილავოგი, დოსტი - ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 მატჩი: +4=5-28 (33-83)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +5=1-0

ჰამბურგი-ინგოლშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიოტცი, ეკდალი, გრეგორშიტცი - ლეველსი, დანილო, ზუტნერი, მორალესი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (1-0)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +3=0-3

შტუტგარტი-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: დიდავი - გიულსელამი
ტრავმა: ბარბა, ბაუმგარტლი, გინჩეკი - ანდრეასენი, ბენშოპი, უგო ალმეიდა, შალაი
ურთიერთშეხვედრები
სულ 53 მატჩი: +25=10-18 (91-76)
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +0=0-6

ვერდერი-დარმშტადტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვოლფი, შტერნბერგი, ბარგფრედე, ფრიტცი, იოჰანსონი - გარიჩი
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 მატჩი: +1=2-2 (9-10)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=0-4

კვირა. 28 თებერვალი
აუგსბურგი-გლადბახი 18:30
დისკვალიფიკაცია: - შტინდლი
ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, ბაიერი, ფოილნერი - ალვარო დომინგესი, იანტჩკე, შტრანცლი, ნ. შულცი, ჰანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +4=3-2 (13-11)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=0-3

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაპასტატოპულოსი - ჰერდლინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 მატჩი: +5=6-4 (20-19)
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3

მაინცი-ლევერკუზენი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელი, ბენგტსონი, კლემენტი, სოტო, ბერგრეენი, მუტო - თოფრაქი, არანგისი, კამპლი
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 მატჩი: +7=4-8 (25-28)
ბოლო 6 მატჩი
+3=0-3 +3=2-1

აინტრახტი-შალკე 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი, კიტელი, რაინარტცი, კასტაინოსი - ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, გორეტცკა, ჰიოგერი, მაიერი, ჩუპო-მოტინგი
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 მატჩი: +29=22-32 (123-126)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=1-2

ბომბარდირები: 22 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 21 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - თომას მიულერი (ბაიერნი); 13 - ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი); 12 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული