დღესვე, პარალელურ შეხვედრაში, "ინგოლშტადტი" "კიოლნს" უმასპინძლებს. ხვალ მიუნხენის "ბაიერნი" "მაინცს" ხვდება, დორტმუნდის "ბორუსია" "დარმშდტადტს" სტუმრობს.
"ჰანოვერმა", როგორც იქნა, მოიგო და თომას შააფსაც სახე ოდნავ გაუნათდა. ამჯერად, აუტსაიდერი მასპინძლობს "ვოლფსბურგს", რომელსაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ჰყავს ტრავმირებული. "მგლებს" "ბაიერნთან" წაგებულ შეხვედრაში (0:2) დაცვის ბურჯი ნალდო დაუშავდათ და ეს უკანასკნელი ამ სეზონში ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს.
"დორტმუნდს" შურისძიება სწყურია
საჩემპიონო ინტრიგა კი ხვალინდელი მატჩების თემაა: მეორე ადგილზე მყოფი "დორტმუნდი" "დარმშტადტს" სტუმრობს. ამ გუნდმა წინა ტურში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გასვლით მატჩებში გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე საკუთარ მოედანზე (2:2 ბრემენში). დარმშტადტელთა მთავარი იმედი თავდამსხმელი სანდრო ვაგნერია, რომელმაც "ვერდერთანაც" გაიტანა და ზოგადად, ზედიზედ ბოლო სამ ტურში იხეირა, საერთო ჯამში კი, ამ სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი.
აი, "დორტმუნდის" ბომბარდირ პიერ-ემერიკ ობამეიანგს კი სეზონში 22 გოლი აქვს გატანილი და გაბონელმა "ჰოფენჰაიმის" კარის ბადის შერხევაც შეძლო (3:1). აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში დორტმუნდელებმა "დარმშტადტი" ვერ დაამარცხეს - ის შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ვის შეცვლის გვარდიოლა?
მიუნხენის "ბაიერნი" "მაინცს" ხვდება და ზედიზედ მეოთხე, ისტორიული ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმა სურს. წინა ტურში ბავარიელებმა "ვოლფსბურგს" არაფერი გააბედვინეს, რობერტ ლევანდოვსკიმ კი ამ სეზონში 23-ე გოლი გაიტანა და ბუნდესლიგის საუკეთესო გოლეადორია. რაკი მომდევნო ტურში "ბაიერნი" "დორტმუნდს" უნდა ესტუმროს, დიდი შანსია, რომ ხოსეპ გვარდიოლამ "მაინცთან" ხვალინდელ მატჩში როტაციას მიმართოს. შესაძლოა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ ფრანკ რიბერი და მარიო გიოტცე. მაინცელებმა წინა ტურში "ლევერკუზენის" დამარცხება მოახერხეს (3:1), ევროპალიგის საგზურს უმიზნებენ და მცველი ბუნგერტი ამბობს, შევეცდებით, რომ არც მიუნხენიდან წამოვიდეთ ხელცარიელებიო.
სამშაბათი. 1-ლი მარტი
ჰანოვერი-ვოლფსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდრეასენი, ბეხი, ბენშოპი, უგო ალმეიდა, შალაი - ბენალიო, იუნგი, ნალდო, ბენდტნერი, დოსტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 მატჩი: +9=5-13 (40-45)
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=2-3
ინგოლშტადტი-კიოლნი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლეველსი, დანილო - ცოლერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (1-1)
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +1=2-3
ოთხშაბათი. 2 მარტი
ბაიერნი-მაინცი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი - ბელი, ბენგტსონი, კლემენტი, სოტო, ბერგრეენი, მუტო
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 მატჩი: +14=2-3 (50-20)
ბოლო 6 მატჩი
+5=2-0 +4=0-2
შალკე-ჰამბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, გორეტცკა, ჰიოგერი - ეკდალი, ჰანტი, გრეგორშიტცი
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 მატჩი: +36=23-36 (134-147)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
ლევერკუზენი-ვერდერი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პაპადოპულოსი, თოფრაქი, არანგისი, ლ. ბენდერი, კამპლი, კისლინგი - ვოლფი, ცეტერერი, ბარგფრედე, ფრიტცი, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 მატჩი: +19=28-24 (112-108)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=3-2
გლადბახი-შტუტგარტი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი, იანტჩკე, შტრანცლი, ნ. შულცი, ჰანი - ბარბა, ბაუმგარტლი, გინჩეკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 მატჩი: +26=28-37 (117-153)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +4=1-1
ჰერტა-აინტრახტი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგკამპი, ვან დენ ბერგი, ალაგუი, შიბერი - ანდერსონი, ფლუმი, რაინარტცი, კასტაინოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 55 მატჩი: +25=15-15 (97-77)
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +1=3-2
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 23:00
დისკვალიფიკაცია: რუდი
ტრავმა: ელიუნუსი, ჰერდლინგი - კალსენ-ბრაკერი, ბაიერი, ფოილნერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +4=2-3 (13-10)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=3-2
დარმშტადტი-დორტმუნდი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გარიჩი - პაპასტატოპულოსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 მატჩი: +1=2-2 (6-11)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0
ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 12 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"