ულიცენზიო და ლოთი შტეფან ეფენბერგი "პადერბორნიდან" გაუშვეს

AutoSharing Option
შტეფან ეფენბერგისა და მეორე ბუნდესლიგის კლუბ "პადერბორნის" "მეგობრობა" დიდხანს არ გაგრძელდა - 47 წლის ეფემ ამ გუნდს ვერაფერი უშველა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

"პადერბორნი" მეორე ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილზეა და მესამე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.

თუმცა ეფეს გათავისუფლების მიზეზი მხოლოდ წარუმატებლობები არ არის. შტეფანს ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალი დაატყდა თავს - ჯერ მართვის მოწმობა ჩამოართვეს, რადგან ავტომობილს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა, მერე კი გაირკვა, რომ მის სამწვრთნელო ლიცენზიას ვადა გაუვიდა, რადგან შტეფანმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ლექციები გააცდინა.

ეფენბერგმა ლიცენზია 2012 წელს აიღო,
მაგრამ მას მერე ვალდებული იყო, რომ გარკვეულ ლექციებს დასწრებოდა, რაც არ გააკეთა (როგორც ამბობს, გადატვირთული კალენდრის გამო ვერ მოასწრო) და შესაბამისად, ლიცენზიაც შეუჩერდა.

"ეს ყველაფერი უბრალოდ ყელში ამომივიდა! ბოლო დროს ჩვენი კლუბის შესახებ მხოლოდ ნეგატიური ამბები იწერებოდა და ეს შტეფანის ბრალი იყო. ხან მთვრალი მართავდა ავტომობილს, ხან რა სკანდალში გაეხვა და ახლა ლიცენზიაც შეუჩერდა. მთავარი მიზეზი კი მაინც ის იყო, რომ გუნდს ვერაფერი უშველა", - ეს პადერბორნის პრეზიდენტის, ვილფრიდ ფინკეს სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კობი მოიყვანს ალბათ ჩვენს ნაკრებში :D
giga
12:25 04-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული