ზაფხულში აუცილებლად წავალ!

AutoSharing Option

კვირას „ჰამბურგის“ გულშემატკივრებმა ინტერნეტგამოცემა გოალ.ცომ-ზე რუუდ ვან ნისტელროის ინტერვიუ წაიკითხეს, სადაც HშV-ს 34 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი ამბობს, რომ თუ ჩრდილოგერმანული კლუბი ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს, გუნდში დარჩება. „ჰამბურგის“ ქომაგები ამ ინტერვიუმ ძალიან გაახარა, რადგან ვან ნისტელროის მანამდე ნათქვამი ჰქონდა, „ჰამბურგში“ არაფრისდიდებით არ დავრჩები, ზაფხულში აქედან წავალო.
გუშინ, რუუდს „ბილდიდან“ დაუკავშირდნენ. აი, მისი ბლიც-ინტერვიუც:


- რუუდ, გამოდის, რომ „ჰამბურგიდან“ წასვლა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ გაქვთ?
- დიდი ხანია, ინტერვიუ არავისთვის მიმიცია და წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოიტანეს ჩემი სიტყვები გოალ.ცომ-ზე. ამ საიტის

კორესპონდენტთან კი არა, თვეზე მეტია, არცერთ ჟურნალისტთან არ მისაუბრია.

- ანუ, „ჰამბურგში“ არ დარჩებით?
- დიახ, ასი პროცენტით გადაწყვეტილია, რომ „ჰამბურგთან“ ახალ კონტრაქტს არ გავაფორმებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში აქედან წავალ.

- რატომ მიდიხართ?
- აქტიურ სპორტულ კარიერას ალბათ მალე დავასრულებ. ყოველ შემთხვევაში, უკვე 34 წლის ვარ და ფაქტია, რომ ფეხბურთს დიდხანს ვეღარ ვითამაშებ. მაქსიმუმ ორი წელი და ესეც საკითხავია. მინდა, რომ კარიერაში კიდევ მივაღწიო რამეს. „ჰამბურგში“ კი ეს შეუძლებელი მგონია, რადგან აქ დიდი ქაოსია. თვითონ განსაჯეთ: რვა ფეხბურთელს კონტრაქტი უმთავრდება, კიდევ ექვსს მომდევნო სეზონში ეწურება ხელშეკრულების ვადა. 9 ფეხბურთელი სხვა კლუბებში არიან განათხოვრებულები. მოკლედ, წარმოდგენა არ მაქვს, როგორია გუნდის მომავალი. ეს კი არ მომწონს.

- ხელმძღვანელებმა ახალი კონტრაქტი არ შემოგთავაზეს?
- ჯერ არა.

- რამდენად მტკივნეული იყო თქვენთვის ის, რომ „ჰამბურგმა“ იანვარში „რეალში“ არ გაგიშვათ?
- ეს ამბავი როგორღაც გადავიტანე და თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ „რეალთან“ დაკავშირებული ისტორია ძალიან დიდხანს გაიწელა. ათი დღე ნამეტანია.

- გაბრაზდით, ჰამბურგული დერბი რომ გადაიდო?
- არა. იმ მოედანზე თამაში შეუძლებელი იყო. თანაც, დერბი ხომ არ გაუქმდა, უბრალოდ გადაიდო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული