ბუნდესლიგა. XXVIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ესპანური დესანტი მიუნხენში

AutoSharing Option
* "დარმშტადტი" უკანასკნელი 7 მატჩიდან 5-ში იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იმარჯვა.

* ჩაბი ალონსოს ბუნდესლიგური დებიუტიდან დღემდე ესპანელი საშუალოდ ბურთს ყოველ 40 წამში ერთხელ ეხება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. გერმანიის ჩემპიონატში მან "ბაიერნის" მაისურით 50-ე მატჩი ჩაატარა.

* ოფიციალურ შეხვედრაში პირველად, ესპანელები - ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა, ხუან ბერნატი და ხავი მარტინესი - ერთად მოხვდნენ სასტარტო თერთმეტეულში.

* სანდრო ვაგნერს 2016 წელს 11 შეხვედრაში 8 გოლი უგროვდება. მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკისა და კლაუდიო პისაროს აქვთ მეტი - 10-10.

*
2016 წელს "შტუტგარტმა" ბუნდესლიგაში 23 გოლი გაიტანა და ეს საუკეთესო შედეგია.

* "მაინცის" მხრიდან "აუგსბურგთან" შეხვედრაში (4:2) კრისტიან კლემენსმა და პაბლო დე ბლასისმა წყვილ-წყვილი გოლი გაიტანეს. არგენტინელისთვის ეს პირველი დუბლი იყო. მან თავი თავითაც გამოჩინა, არადა, მხოლოდ მეტრი და 65 სანტიმეტრია სიმაღლეში. "აუგსბურგის" მხრიდან ერთი ბურთი კოომ შეაგდო, რომელიც 8 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია და აუგსბურგელთა ბოლო 8 გოლიდან 4 აქვს გატანილი.

* 2007 წლის აგვისტოს მერე "ჰამბურგმა" "ჰანოვერთან" გასვლაზე მოგება პირველად შეძლო. ჰანოვერელებმა მე-14 საშინაო შეხვედრიდან მე-12 წააგეს.

* ზუსტად 60 მატჩია, "ჰანოვერს" ბუნდესლიგაში 0:0 არ უთამაშია.

* "დორტმუნდმა" "ვერდერს" ზედიზედ მე-9 ბუნდესლიგური საშინაო შეხვედრა მოუგო.

* "ვერდერი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც საწყის 28 ტურში კარის მშრალად შენახვა ვერც ერთხელ ვერ მოახერხა.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარა. მას უკვე 23 გოლი უგროვდება. ამდენი გერმანიის ჩემპიონატში აფრიკელ ფეხბურთელს აქამდე არასოდეს გაუტანია. აფრიკის რეკორდი პაპის დემბა სისეს ეკუთვნოდა.

* ზლატკო იუნუზოვიჩმა ბოლო 5 ბუნდესლიგურ მატჩში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა - 2 გაიტანა, 2 გაატანინა.

* ჰენრიკ მხითარიანს უკვე 12 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, რაც მისი პირადი რეკორდია და მიმდინარე ბუნდესლიგის საუკეთესო შედეგი.

* 14 საშინაო თამაშის მერე "დორტმუნდს" 38 ქულა აქვს მოგროვილი. ასეთი შთამბეჭდავი შედეგი ბორუსიელებს აქამდე არ ჰქონიათ.

* ტორგან აზარი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 2016 წელს "ჰერტას" პირველ ტაიმში გაუტანა.

* "ჰერტას" არ მოუგია არც ერთი შეხვედრა ბოლო 24-დან, რომლის პირველ ტაიმშიც ბერლინელები მარცხდებოდნენ - 2 ფრე, 22 წაგება.

* მიმდინარე სეზონში "ჰერტამ" ორი მატჩის ჯამში "გლადბახთან" 1:9 წააგო. შესაბამისად, ბერლინელებმა 32-დან 9 ბურთი, თითქმის მესამედი ბორუსიელებისგან გაუშვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული