ლუის გუსტავო ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ
„ბაიერნი“ წინა ტურში მაგრად შერცხვა, როცა „დორტმუნდის“ წაფორხილებით (0:0 შალკესთან) ვერ ისარგებლა, „კიოლნთან“ 2:0-ს იგებდა და 2:3 დამარცხდა. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ მიუნხენელები მეორე ადგილზე აღზევებულიყვნენ („ლევერკუზენი“
„ჰოფემ“ წინა ტურში „კაიზერსლაუტერნი“ 3:2 დაამარცხა, რაც „სოფლელებისთვის“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო. „ჰოფენჰაიმის“ ახალწვეული ედსონ ბრააფჰაიდი, რომელიც „ჰოფემ“ „ბაიერნისგან“ გადაიბირა, დისკვალიფიცირებულია და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს „ჰოფენჰაიმიდან“ „ბაიერნში“ გადასული ლუის გუსტავო, რომლის სანაცვლოდ ბავარიელებმა „სოფლელებს“ იანვარში 15 მილიონი ევრო გადაუხადეს.
ამ ტურისთვის დისკვალიფიკაციები დაატყდა თავს „შტუტგარტსაც“, რომელიც „ნიურნბერგს“ ხვდება. შვაბებმა ერთი კვირის წინ გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „გლადბახი“ დაამარცხეს (3:2) და ის გამარჯვება გამარჯვების გოლის ავტორ გებჰარდტისა და დაცვის ბურჯ ნიდერმაიერის დისკვალიფიკაციების ფასად დაუჯდათ. წამყვანი ფეხბურთელი დააკლდებათ ნიურნბერგელებსაც - აიგლერი, რომელმაც წინა ტურში „ლევერკუზენს“ გამარჯვების გოლი შეუგდო, მერე კი მოედნიდან გააძევეს. ერთი სიტყვით, მწვრთნელები, ბრუნო ლაბადია და დიტერ ჰეკინგი იძულებულები არიან, ძირითადი შემადგენლობა შეცვალონ.
წინა ტურში თამაში ასევე ათკაციანი შემადგენლობით დაასრულა „გლადბახმაც“ - დანტე გაუძევეს. აუტსაიდერი ამჯერად „ზანკტ პაულის“ სტუმრობს - გუნდს, რომელსაც „ჰამბურგთან“ დერბი გადაედო (16 თებერვალს შედგება). წესით, „ზანკტ პაულის“ ფეხბურთელები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მიონხენგლადბახელებმა ამ სეზონში სულ ოთხი თამაში მოიგეს და ოთხივე მეტოქის მოედანზე.
ლიტბარსკის დებიუტი ჰამბურგთან
კვირის დასაწყისში „ვოლფსბურგის“ შეფებმა მთავარი მწვრთნელი სტივ მაკლარენი გაათავისუფლეს და „მგლებს“ სათავეში სეზონის ბოლომდე პიერ ლიტბარსკი ჩაუდგა. ამ უკანასკნელის დებიუტი კი დღეს „ჰამბურგთან“ საშინაო მატჩში შედგება. ლიტბარსკიმ დიეგო დასაჯა - ბრაზილიელი დღევანდელი შეხვედრისთვის განაცხადიდან ამოშლილია.
გაურკვევლობა და ქაოსია „შალკეშიც“, სადაც გულშემატკივრები გუნდის მთავარ მწვრთნელსა და მენეჯერს, ფელიქს მაგათს მაგრად აკრიტიკებენ. გელზენკირხენულმა კლუბმა ვერც წინა ტურში დატოვა კარგი შთაბეჭდილება და თუ რურის დერბიში ერთი ქულა მოიპოვა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მეკარე მანუელ ნოიერის დამსახურება იყო. „შალკეს“ ამჯერად „ფრაიბურგთან“ საშინაო მატჩი ელის. „ფრაის“ კი (წინა ტურში 0:0 „აინტრახტთან“) შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს „შალკეს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი ელის „ვალენსიასთან“ (მესტალიაზე).
სწორედ ჩემპიონთა ლიგაში თამაში უნდა „ლევერკუზენსაც“, მაგრამ „ნიურნბერგთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „ფარმაცევტები“ არცთუ კარგ ხასიათზე არიან. იუპ ჰაინკესის გუნდის მეტოქე ამჯერად ფრანკფურტის „აინტრახტია“. მატჩი ფრანკფურტში გაიმართება და უნდა აღინიშნოს, რომ „ლევერკუზენი“ ამ სეზონში სტუმრად არცერთხელ არ დამარცხებულა.
ბორუსია ბეტცენბერგზე
ტურის ცენტრალური შეხვედრა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, „ფრიც-ვალტერ-შტადიონზე“ ჩასატარებელი დუელია: „კაიზერსლაუტერნი“ საღამოს ლიდერ „დორტმუნდს“ უმასპინძლებს. „წითელ ეშმაკებს“ წამყვანი მცველი დიკი დააკლდებათ. პირველ წრეში „ბორუსიამ“ „ლაუტერნი“ 5:0 გაანადგურა და თუ იურგენ კლოპის შეგირდები ბეტცენბერგზეც მოიგებენ, ეს მათთვის ამ სეზონში სტუმრად მოპოვებული მე-11 გამარჯვება იქნება.
შედარებით მშვიდი კვირა
ხვალ პირველი დაპირისპირება „კიოლნისა“ და „მაინცის“ ძალიან საინტერესო ჯახია. კიოლნელები ძალიან კარგ ხასიათზე არიან, რადგან წინა ტურში „ბაიერნი“ დაამარცხეს და ეს იყო გამარჯვება, რომელიც „თხებს“ ძალიან სჭირდებოდათ. მაინცელები კი მაინცდამაინც კარგ ხასიათზე არ არიან, რადგან „ვერდერს“ მთელი თამაშის განმავლობაში სჯობდნენ, უგებდნენ კიდეც და კლაუდიო პისარომ ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეძლო. თუმცა „მაინცი“ ევროსარბიელზე მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებს და ჯერჯერობით საქმეები ცუდად ნამდვილად არ მისდის - თომას ტუხელის გუნდი მესამე ადგილზეა და თუ ასე გააგრძელებს, ნაღდად აქვს იმის შანსი, რომ სეზონი საუკეთესო ხუთეულში დაასრულოს.
ტურს „ვერდერისა“ და „ჰანოვერის“ თამაში დახურავს. „ბრემენულმა“ კლუბმა ერთი კვირის წინ „მაინცთან“ ქულა რომ გადაარჩინა, ამით „მუსიკოსების“ დამრიგებელი თომას შააფიც გადაურჩა უმუშევრად დარჩენას. ჰანოვერელები კი მეცხრე ცაზე არიან - „ვოლფსბურგთან“ ქვემოსაქსონიური დერბის მოგების შემდეგ მირკო სლომკას გუნდი მეოთხე ადგილზეა და ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში საკმაოდ კარგ პოზიციაშია. „წითლებს“ გოლეადორი ია კონანი გამოუჯანმრთელდათ, მისი მეწყვილე აბდელაუ კი ისევ ტრავმირებულია.
დღეს
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბრააფჰაიდი
ტრავმა: კონტენტო, კროოსი, ოლიჩი - გულდე, ობასი
შალკე-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუგლანდი, პანდერი, ყენია, მორიტცი - პუპლინი, კრმასი, იეგერი, პუცილა, შუსტერი, ვილიამსი, ბეხმანი
შტუტგარტი-ნიურნბერგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ნიდერმაიერი, გებჰარდტი - აიგლერი
ტრავმა: ბოკა, აუდელი, გენტნერი - ფრანტცი, ბუნიაკუ
ვოლფსბურგი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: დიეგო - კაჩარი
ტრავმა: რიტერი, ჩიგერჩი, მანჯუკიჩი - დიკმაიერი, კასტელენი
აინტრახტი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრისი, ბაირამოვიჩი, კლერკი - ფერნანდესი, ბარნეტა
ზანკტ პაული-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: დანტე
ტრავმა: ლეხნერი, მორენა, ოჩიპკა, როთენბახი, ნაკი - ბრუვერსი, ჟორე, როისი
კაიზერსლაუტ.-ბორუსია (დ) 21:30
დისკვალიფიკაცია: დიკი
ტრავმა: შიმუნეკი, კირხი - ოვომოიელა, კაგავა, კელი, კრინგე
ხვალ
კიოლნი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ერეთი, იანულისი, მაკენა, შორხი - სვენსონი, შალაი
ვერდერი-ჰანოვერი 20:30
დისკვალიფიკაცია: ვიზე
ტრავმა: ფანდერი, ბიონიში, ნალდო, დ. იენსენი, ვესლი, აიკი - ანდრეასენი, აბდელაუ
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 21 16 3 2 46-12 51
2. ლევერკუზენი 21 11 6 4 41-30 39
3. მაინცი 21 12 1 8 32-22 37
4. ჰანოვერი 21 12 1 8 29-30 37
5. ბაიერნი 21 10 6 5 42-26 36
6. ფრაიბურგი 21 10 4 7 29-28 34
7. ჰოფენჰაიმი 21 8 8 5 39-28 32
8. ჰამბურგი 20 9 3 8 39-30 30
9. ნიურნბერგი 21 8 5 8 26-30 29
10. აინტრახტი 21 8 3 10 24-26 27
11. შალკე 21 7 5 9 26-26 26
12. ვოლფსბურგი 21 5 8 8 26-30 23
13. ვერდერი 21 6 5 10 27-43 23
14. კაიზერსლაუტერნი 21 6 4 11 31-37 22
15. ზტ. პაული 20 6 4 10 23-34 22
16. კიოლნი 21 6 4 11 25-39 22
17. შტუტგარტი 21 5 4 12 37-39 19
18. ბორუსია (მ) 21 4 4 13 31-53 16
ბომბარდირები: 16 - გომესი (ბაიერნი); 15 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 10 - რაული (შალკე), შიურლე (მაინცი), ია კონანი (ჰანოვერი).
.