მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელებს დიდი ხანია, „ფიორენტინასა“ და იტალიის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის, რიკარდო მონტოლივოს გადაბირება უნდათ. ახალი ის არის, რომ ჩვენი იტალიელი და გერმანელი კოლეგების ცნობით, 26 წლის ნახევარმცველის მიუნხენურ კლუბში გადაბარგება ძალიან რეალური გახდა.
იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ინფორმაციით, ფლორენციული კლუბის შეფი დელა ვალე მზადაა, მიუნხენურ კლუბთან მოლაპარაკებები წამოიწყოს. ხსენებული გამოცემა წერს, დელა ვალე ხვდება, რომ მონტოლივოს დიდხანს შენარჩუნებას ვერ შეძლებს და ურჩევნია, წამყვანი ფეხბურთელი „ბაიერნს“ დაუთმოს, ვიდრე კონკურენტებს, „მილანს“, „ინტერს“ ან „იუვეს“ მიჰყიდოსო. ეს გუნდები კი იტალიის ნაკრების საყრდენისთვის სერიოზულ
.