დავიძაბეთ?

AutoSharing Option

გეთანხმებით, სათაურსა და ქვესათაურში გამოთქმული აზრი იმ ინტრიგის შესახებ, რომელიც 22-ე ტურმა გერმანიის ჩემპიონატს შემატა, „თითიდან გამოწოვილი“ და „ყურით მოთრეულია“, მაგრამ თქვენც დაგვეთანხმეთ, რომ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონისთვის ესეც საქმეა. თანაც, არცთუ პატარა საქმე. „კაიზერსლაუტერნი“ დღესდღეობით დიდი ვერაფერი გუნდია, მაგრამ ნებისმიერის გამწარება რომ შეუძლია, თანაც, საკუთარ „ფრიც-ვალტერ-შტადიონზე“, ეს ფაქტია და ამას ტურისწინა მიმოხილვაშიც გავუსვით ხაზი სათაურით „ლიდერი ფრიც ვალტერის ჯოჯოხეთში“.

 

„წითელმა ეშმაკებმა“ „ბორუსიას“ დამარცხება ვერ შეძლეს, მაგრამ იმდენი კი მოახერხეს, რომ ორი ქულა და დაცვის ბურჯი ნევენ სუბოტიჩი (სერბი მატჩის მიწურულს მოედნიდან

გააძევეს) დააკარგვინეს. თანაც, იან მორავეკმა „ლაუტერნისთვის“ ქულის მომტანი გოლი საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე გაიტანა და ერთპიროვნულ ლიდერს მცირე შოკი მიაღებინა.
თამაში კი პირველიდან ბოლო წუთამდე ძალიან მაგარი საყურებელი იყო. უკვე მეოთხე წუთზე „ბორუსიას“ გოლეადორმა ლუკას ბარიოსმა სვენ ბენდერის ბრწყინვალე პასის შემდეგ, 17 მეტრიდან დაარტყა და ტობიას ზიპელის კარის ძელი შეაზანზარა. სამი წუთის შემდეგ კი კაიზერსლაუტერნელებმაც შეძლეს რომან ვაიდენფელერის ძელის მორყევა - კრისტიან ტიფერტის უძლიერესი დარტყმით 36 (!) მეტრიდან, იქიდან ასხლეტილი ბურთი კი ჰლუშეკს მიუვიდა, რომლის დარტყმა უკვე არაზუსტი იყო. მე-18 წუთზე ვაიდენფელერმა დორტმუნდელები გაშვებული გოლისგან უკვე თვითონ იხსნა, როცა ილიჩევიჩის დარტყმა (ტიფერტის ბრწყინვალე პასით) სენსაციური რეაქციით მოიგერია. არ გასულა ორ წუთზე მეტი, როცა უკვე „ეშმაკების“ კართან შეიქმნა მომენტი - კევინ გროსკროიტცს ზიპელმა აუღო.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში მსაჯ მაიერს დორტმუნდელთა კარში, წესით, პენალტი უნდა დაენიშნა, რადგან რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ საჯარიმოში ილიჩევიჩის წინააღმდეგ თამაშის წესები აშკარად დაარღვია, მაგრამ არბიტრმა ლიდერი დაინდო. სამაგიეროდ, მსაჯმა არც 52-ე წუთზე დანიშნა თერთმეტმეტრიანი (ამჯერად „ლაუტერნის“ კარში), რითაც წინა შემთხვევაში დაშვებული შეცდომა „გააბათილა“. არადა, პეცოსმა გიოტცესთან ორთაბრძოლის დროს აშკარად ხელით ითამაშა. შეხვედრის ბოლო ფაზა კი ნამდვილი ფანტასტიკა იყო: 82-ე წუთზე ბენდერმა ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლის გატანა შეძლო და „ბორუსია“ დააწინაურა, რის შემდეგაც, ზუსტად სამ წუთში სუბოტიჩმა „ეშმაკების“ თავდამსხმელი ლაკიჩი მოცელა და მსაჯს ყვითელი ბარათი მეორედ „გამოსტყუა“ (სერბი გააძევეს). მიუხედავად ამისა, საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ BVB ამ თამაშს მაინც მოიგებდა - მანამდე, სანამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე მორავეკმა წონასწორობა არ აღადგინა.

წინა ტურისგან განსხვავებით, „ბორუსიას“ მთავარმა „კონკურენტებმა“ (სიტყვა კონკურენტს ჯერ მაინც ბრჭყალებით ვიხმართ) „ლევერკუზენმა“ და „ბაიერნმა“ დორტმუნდელების წაფორხილებით ისარგებლეს. „ფარმაცევტებმა“ „აინტრახტი“ ფრანკფურტში 3:0 გაანადგურეს. საინტერესო ისაა, რომ იუპ ჰაინკესის გუნდმა თამაში მიხაელ ბალაკის გარეშე მოიგო - 34 წლის ჩამოწერილმა ბუნდესკაპიტანმა მთელი 90 წუთი სკამზე გაატარა. აშკარად გამოჩნდა, რომ „ლევერკუზენი“ მის გარეშე უკეთ გამოიყურება. სიმონ როლფესი და არტურო ვიდალი საყრდენი ნახევარმცველების პოზიციაზე იმდენად კარგად გამოიყურებიან, რომ იქ ბალაკის ადგილი არ ჩანს. ჰაინკესმა მეორე ტაიმში მოედანზე კიდევ ორი ნომინალური საყრდენი, ჰანო ბალიტში და ლარს ბენდერი შეუშვა, ბალაკი კი ბოლომდე სკამზე დატოვა. გერმანიის ნაკრებში მიხაელი კარგა ხნის ჩამოწერილია და ახლა უკვე „ლევერკუზენშიც“ სათადარიგოთა სკამის ხეხვის საფრთხე ემუქრება. თანაც, ფაქტია, რომ „ფარმაცევტებს“ ბალაკის გარეშე თამაში უკეთ გამოსდით. ჰაინკესი კი ამბობს, მიხაელი ფორმაში ჩადგება და მერე ვათამაშებ, ჩამოწერილი კი არანაირად არ არისო, მაგრამ ეს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის სიტყვებს ჰგავს - იოგიც ხომ იგივეს ამბობს ხოლმე. ხუთშაბათს „ლევერკუზენს“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალური მატჩი ელის ხარკოვში (მეტალისტთან), ფრანკფურტის „აინტრახტი“ კი ნელ-ნელა იძირება. მიხაელ სკიბეს გუნდს 453-წუთიანი უგოლო სერია აქვს - როგორც ჩანს, თეოფანის გეკასმა თავისი შესაძლებლობები პირველ წრეში ამოწურა.

არიენ რობენმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ფიგურაა ის „ბაიერნისთვის“. თამაშისთვის რომც არ გეყურებინათ (მიუნხენელებმა ჰოფენჰაიმელები 4:0 გაანადგურეს, ჰოლანდიელის ანგარიშზე კი ორი ბრწყინვალე გოლი და ერთი საგოლე პასია), 84-ე წუთზე ყველაფერს მიხვდებოდით, რადგან როცა რობენი მოედანს ტოვებდა, მას მთელი „ალიანს არენა“ ფეხზე წამოუდგა და თანაგუნდელებიც ტაშს უკრავდნენ. ერთი სიტყვით, ამ თამაშმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ რეკორდმაისტერის წარმატება ძალიანაა დამოკიდებული იმაზე, თამაშობს თუ არა რობენი. ჰოლანდიელთან ერთად და მის გარეშე „ბაიერნი“ ორი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია. ეს შარშანდელ სეზონშიც გამოჩნდა, როცა რობენმა მთელი სეზონი იდეალურად ჩაატარა, რეკორდმაისტერმა კი გერმანიაში დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

 

საინტერესოა, რამდენი ქულა ექნებოდა ახლა „ბაიერნს“, რობენს ამ სეზონში ყველა თამაში რომ ჩაეტარებინა და მუნდიალიდან გამოყოლილი ტრავმის გამო მთელი პირველი წრე რომ არ გაცდენოდა? ფაქტია, მიუნხენელები დორტმუნდის „ბორუსიასთან“ როგორც მინიმუმ ძალიან ახლოს იქნებოდნენ. ზამთრის შესვენების შემდეგ რობენმა ძირითად შემადგენლობაში ოთხჯერ (თასზეც და ბუნდესლიგაშიც) ითამაშა და მიუნხენელებმა ოთხივე თამაში მოიგეს. წინა კვირას რობენს გრიპი ჰქონდა და „ბაიერნმა“ „კიოლნთან“ 2:3 წააგო. გერმანიის თასის შარშანდელი ფინალის (4:0 ვერდერთან) შემდეგ, პირველად მოხდა ისე, რომ რობენი და ფრანკ რიბერი სასტარტოში ერთად იყვნენ გამწესებულები და სხვათა შორის, კარგად ითამაშა რიბერიმაც, რობენი კი უბრალოდ ფანტასტიკური გახლდათ. ამიტომაც თქვა რეკორდმაისტერის მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა, რობენი ჩვენთვის იგივეა, რაც მესი და ჩავი „ბარსელონასთვის“, იოზილი და რონალდო კი „რეალისთვისო“.

ბრუნო ლაბადიამ „შტუტგარტს“ ვერაფერი შემატა და გუნდი, რომელიც 2007 წელს გერმანიის ჩემპიონი გახდა, ახლა მეორე ბუნდესლიგისკენ მიექანება. საკუთარ „მერსედეს ბენც არენაზე“ „ნიურნბერგთან“ განცდილი კრახი (1:4) საუკეთესო ინდიკატორია იმისა, თუ როგორ მუშაობს ახალი მწვრთნელი ლაბადია და შეიძლება თუ არა საერთოდ, რომ მას მწვრთნელი ეწოდოს. თვითონ განსაჯეთ: „შტუტგარტს“ ნამდვილად არ ჰყავს ცუდი გუნდი, ყოველ შემთხვევაში, „ნიურნბერგზე“ უკეთესი შემადგენლობა ნამდვილად ჰყავს, მაგრამ შვაბებს ფრანკებთანაც არაფერი გამოუვიდათ. ოთხიდან ერთი გოლი კი იმ თავდამსხმელის ანგარიშზეა, რომელიც „შტუტგარტმა“ სეზონის წინ „ნიურნბერგს“ პრაქტიკის მისაღებად ათხოვა - იულიან შიბერს ვგულისხმობთ.

ამ უქმეებზე ახალთახალი მწვრთნელი ჰყავდა „ვოლფსბურგსაც“ - პიერ ლიტბარსკის დებიუტი ჩაუმწარდა: „მგლები“ საკუთარ „ფოლკსვაგენარენაზე“ „ჰამუბრგთან“ დამარცხდნენ (0:1). „შალკემ“ კი რთულად დასამარცხებელ „ფრაიბურგს“ მინიმალური ანგარიშით მოუგო და „ვალენსიასთან“ სეზონის უმნიშვბელოვანესი თამაშისთვის ემზადება.

მომდევნო ტური
18 თებერვალი. ნიურნბერგი-აინტრახტი. 19 თებერვალი. ბორუსია (დ)-ზტ. პაული, ჰამბურგი-ვერდერი, ჰოფენჰაიმი-კიოლნი, ფრაიბურგი-ვოლფსბურგი, ჰანოვერი-კაიზერსლაუტერნი, მაინცი-ბაიერნი. 20 თებერვალი. ლევერკუზენი-შტუტგარტი, ბორუსია (მ)-შალკე.



ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 4:0
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი, ლუის გუსტავო - პრანიჩი, შვაინშტაიგერი - რობენი (84. ჰამით ალთინთოფი), თ. მიულერი, რიბერი - გომესი.
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): შტარკე - ბეკი, ვორსა (46. შიმუნიჩი), კომპერი, იბერტსბერგერი - ალაბა - რუდი (20. ვაისი), სალიჰოვიჩი - ვუკჩევიჩი (77. სიგურდსონი), ბაბელი - იბიშევიჩი.
გოლები: 1:0 გომესი (2), 2:0 თ. მიულერი (15), 3:0 რობენი (63), 4:0 რობენი (81)
გაფრთხილება: ვაისი, შიმუნიჩი, ბეკი, სალიჰოვიჩი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 5-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(11)-14(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 69 000

 

შალკე-ფრაიბურგი 1:0
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - კლუგე, ანანი (76. მატიპი) - ფარფანი, ხურადო (84. დრაქსლერი) - რაული, ჰუნტელაარი (46. გავრანოვიჩი).
ფრაიბურგი (4-1-2-2-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ბუტშერი, ბასტიანსი - მაკიადი (79. ტოპრაკი) - ფლუმი (64. როზენტალი), ნიკუ - კალიჯური, იენდრიშეკი (46. რაიზინგერი) - სისე.
გოლი: 1:0 ფარფანი (49)
გაფრთხილება: ფარფანი, კლუგე - ბასტიანსი, ბუტშერი
კუთხური: 12-0; ჯარიმა: 7-22; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 20(7)-3(1); ბურთის ფლობა: 67%-33%.
მაყურებელი: 60 439

 

შტუტგარტი-ნიურნბერგი 1:4
შტუტგარტი (4-1-3-2): ულრაიხი - ფუნკი (46. კაკაუ), ტასკი, დელპიერი, მოლინარო - კუჟმანოვიჩი - ტრეში, ჰაინალი (72. დიდავი), ელსონი - ჰარნიკი, პოგრებნიაკი (85. შიპლოკი).
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - იუდტი, ვოლშაიდი (69. ნილსონი), ვოლფი, პინოლა - სიმონსი - ხანდლერი (75. მინტალი), ექიჩი, კოენი, ჰეგელერი (84. პლატენჰარდტი) - შიბერი.
გოლები: 0:1 სიმონსი (11), 0:2 შიბერი (28), 1:2 ფუნკი (45+2), 1:3 ხანდლერი (51), 1:4 ექიჩი (62)
გაფრთხილება: ტასკი, პოგრებნიაკი, ელსონი - ჰეგელერი
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 10-21; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10(5)-20(10); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 38 000

 

ვოლფსბურგი-ჰამბურგი 0:1
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - პეკარიკი, კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - ჰასებე, პოლაკი (72. სისერო) - დეჟაგა (64. კოო), თუნჯაი - ჰელმესი, გრაფიტე (64. მბოკანი).
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი - დემელი, ვესტერმანი, მატიისენი (84. ბენჯამინი), აოგო - იაროლიმი, ზე რობერტო - ბენ-ჰატირა, იანსენი (61. ელია) - პეტრიჩი, ვან ნისტელროი (79. გერერო).
გოლი: 0:1 პეტრიჩი (32-პენ)
გაფრთხილება: კიაერი, გრაფიტე, პოლაკი, ა. ფრიდრიხი - აოგო
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 25-15; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 8(1)-9(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 30 000

 

აინტრახტი-ლევერკუზენი 0:3
აინტრახტი (4-1-4-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი (89. მ. ჰელერი), ფრანცი, რუსი, ცაველასი (46. ფენინი) - შვეგლერი - ოხსი, კაიო (46. ჰალილ ალთინთოფი), ა. მაიერი, კიოლერი - გეკასი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): რ. ადლერი - შვააბი, რაინარტცი, ჰიიპია, კადლეცი - როლფესი, ვიდალი - სემი (67. ბალიტში), რენატო, კასტრო (80. ლ. ბენდერი) - დერდიოკი (83. კისლინგი).
გოლები: 0:1 როლფესი (9), 0:2 რენატო (32), 0:3 ბალიტში (84)
გაფრთხილება: ოხსი, ცაველასი, ფრანცი - დერდიოკი
კუთხური: 1-6; ჯარიმა: 25-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(3)-12(6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 43 600

 

ზანკტ პაული-ბორუსია (მ) 3:1
ზანკტ პაული (4-2-3-1): კესლერი - თორანდტი, სამბრანო, გიუნეში, ფოლცი - ბოლი (67. დაუბე), მ. ლემანი - მ. კრუსე, ტაკი (73. სუკუტა-პასუ), ბარტელსი - ასამოა (80. ებერსი).
ბორუსია მ. (4-2-2-2): ჰაიმეროთი - ლეველსი, ნორდტვეიტი, შტრანცლი, დემსი - ნოიშტედტერი, მ. ფინკი - ჰერმანი (46. მარქსი), იდრისუ - ჰანკე (73. მატმური), დე კამარგო.
გოლები: 0:1 დე კამარგო (9), 1:1 მ. კრუსე (38), 2:1 ასამოა (53), 3:1 მ. ლემანი (58)
გაფრთხილება: მ. ლემანი - იდრისუ
გაძევება: დე კამარგო (21. ბორუსია მ.)
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 23(9)-7(2); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 24 487

 

კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (დ) 1:1
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი - პეცოსი, ამედიკი, როდნი, იესენი - ტიფერტი, ბილეკი (84. ნემეცი) - ილიჩევიჩი, მორავეკი, ჰლუშეკი (62. რივიჩი/86. ჰოფერი) - ლაკიჩი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - მ. გიოტცე (86. ფელიპე სანტანა), ლევანდოვსკი (75. ზიდანი/82. და სილვა), გროსკროიტცი - ბარიოსი.
გოლები: 0:1 ს. ბენდერი (81), 1:1 მორავეკი (90)
გაფრთხილება: ილიჩევიჩი
გაძევება: სუბოტიჩი (85. ბორუსია დ.)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15(3)-17(6); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 49 780

 

კიოლნი-მაინცი 4:2
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, ჟერომელი, მოჰამადი (46. პეცონი), აიხნერი - ლანიგი, მატუშიკი (46. პეტიტი) - პეჟკო, პოდოლსკი (84. იალჩინი), კლემენსი - ნოვაკოვიჩი.
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - ფათი (65. შლიშკოვიჩი) - კალიჯური, ივანშიტცი (65. რისსე) - ჰოლტბი (71. სოტო) - ალაგუი, შიურლე.
გოლები: 1:0 პოდოლსკი (3), 1:1 ალაგუი (31), 2:1 ნოვაკოვიჩი (43), 3:1 პოდოლსკი (55), 4:1 ნოვაკოვიჩი (60), 4:2 შლიშკოვიჩი (89)
გაფრთხილება: მატუშიკი, პეჟკო - ჰოლტბი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 20-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15(9)-9(4); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 44 000

 

ვერდერი-ჰანოვერი 1:1
ვერდერი (4-1-2-1-2): მილიტცი - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი - ბარგფრედე (80. ფ. კროოსი), ჰანტი (86. ტრინკსი) - მარინი - პისარო (63. ავდიჩი), არნაუტოვიჩი.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ - შტინდლი, რაუში (86. ფორსელი) - შლაუდრაფი (92. ეგიმანი), ია კონანი (68. შტოპელკამპი).
გოლები: 0:1 ია კონანი (26), 1:1 მერტეზაკერი (50)
გაფრთხილება: ია კონანი, პოგატეცი, შმიდებახი
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 10-8; კარში დარტყმა: 13(5)-6(4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 39 500

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 22 16 4 2 47-13 52
2. ლევერკუზენი 22 12 6 4 44-30 42
3. ბაიერნი 22 11 6 5 46-26 39
4. ჰანოვერი 22 12 2 8 30-31 38
5. მაინცი 22 12 1 9 34-26 37
6. ფრაიბურგი 22 10 4 8 29-29 34
7. ჰამბურგი 21 10 3 8 30-30 33
8. ჰოფენჰაიმი 22 8 8 6 39-32 32
9. ნიურნბერგი 22 9 5 8 30-31 32
10. შალკე 22 8 5 9 27-26 29
11. აინტრახტი 22 8 3 11 24-29 27
12. ზტ. პაული 21 7 4 10 26-35 25
13. კიოლნი 22 7 4 11 29-41 25
14. ვერდერი 22 6 6 10 28-44 24
15. ვოლფსბურგი 22 5 8 9 26-31 23
16. კაიზერსლაუტ. 22 6 5 11 32-28 23
17. შტუტგარტი 22 5 4 13 38-43 19
18. ბორუსია (მ) 22 4 4 14 32-56 16

 

ბომბარდირები: 17 - გომესი (ბაიერნი); 15 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ია კონანი (ჰანოვერი); 10 - რაული (შალკე), შიურლე (მაინცი).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული