გლადბახი უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
"ზანკტ პაულისთან" წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ხელმძღვანელებმა ბოლოს და ბოლოს გადადგეს ის ნაბიჯი, რაც მათგან ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო მოსალოდნელი: მიხაელ ფრონტცეკი "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი აღარ არის.

"გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტებთან, "შტუტგარტთან" და "ზანკტ პაულისთან" წაგებული თამაშების შემდეგ იძულებულები გავხდით, შექმნილი სიტუაცია სხვანაირად შეგვეფასებინა და ასეთი ნაბიჯი გადაგვედგა. ძალიან გვინდოდა, რომ ეს სეზონი მიხაელ ფრონტცეკთან ერთად ჩაგვემთავრებინა, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელი იყო," - ეს მიონხენგლადბახური კლუბის სპორტული დირექტორის, მაქს ებერლის სიტყვებია.

ფრონტცეკის ხელში "გლადბახმა" ამ სეზონში
18 მატჩში მხოლოდ 16 ქულას მოუყარა თავი (ბურთების შეფარდება 32:56). ამ დროისთვის მიონხენგლადბახელები ბუნდესლიგის აუტსაიდერები არიან და რელეგაციის ზონას უკვე შვიდი ქულა აშორებთ. საინტერესოა, ვინ შეცვლის მიხაელ ფრონტცეკს. "ბილდის" ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ "ბორუსია პარკზე" მთავარი მწვრთნელის რანგში "შტუტგარტის" ყოფილი დამრიგებელი, შვეიცარიელი კრისტიან გროსი ან მისი თანამემამულე მარსელ კოლერი ვიხილოთ, რომელიც ბოლოს "ბოხუმს" წვრთნიდა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული