"მატს ჰუმელსისა და რენატუ სანჩესის ყიდვით "ბაიერნმა" ძლიერი ფეხბურთელები დაიმატა. ამით "ბაიერნის" სატრანსფერო კამპანია დასრულდა. მეტს აღარავის დავიმატებთ.
არ მეშინია, რომ ვინმე წავა. ის, ვინც დარჩა გუნდში, ამით ბედნიერია და მათ კლუბთან მოქმედი კონტრაქტები აქვთ.
რა თქმა უნდა, მინდა "ბაიერნთან" რამე ტიტულის მოგება. ჩემი განსაკუთრებული მიზანი ჩემპიონთა ლიგაა. მინდა, ამ ტურნირში კიდევ ერთხელ გავიმარჯვო", - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა "მილანთან" ერთად 2003 და 2007