იენს ლემანმა გერმანიის ნაკრების კაპიტნად ნოიერის დანიშვნის გამო ლიოვი გააკრიტიკა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იენს ლემანმა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გააკრიტიკა. ლემანი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მწვრთნელმა ნაკრების ახალ კაპიტნად მეკარე მანუელ ნოიერი დანიშნა.

"პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გუნდის მეკარედ კაპიტანს მე არ დავნიშნავდი. კაპიტანი ერთადერთია მოედანზე, ვინც არბიტრთან არკვევს ამა თუ იმ საკითხს. მეკარეს კი მსაჯთან მისასვლელად, სხვა მოთამაშეებთან შედარებით, დიდი მანძილი აქვს გასარბენი. ამას კი ენერგია და დრო მიაქვს...

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ნოიერის პიროვნული თვისებები და ხასიათი შეესაბამება ამ თანამდებობას", - აქვეყნებს ლემანის ნათქვამს tz.de.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოიერი მეკარეა? :D ნახევარმცველი მეგონა
guga
23:22 05-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული