"ვერდერი": არ გამორიცხოთ ვილაშ-ბოაში!..

AutoSharing Option
გაჭირვებული "ვერდერი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. სტარტზე განცდილი ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ უკრაინელი ვიქტორ სკრიპნიკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. "მაინცთან" დღევანდელ საშინაო მატჩში "მუსიკოსებს" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ალექსანდერ ნური დამოძღვრავს, მერე კი...

უკვე ვწერდით, რომ გუნდში შეიძლება დაბრუნდეს თომას შააფი, რომელმაც "ვეზერშტადიონზე" 13 წელი იმუშავა, დღეს კი უსაქმოდაა.

გუშინ კი ითქვა პორტუგალიელ ანდრე ვილაშ-ბოაშზეც, რომელიც ასევე უმუშევარია "ზენიტიდან" წასვლის შემდეგ. სხვათა შორის, 38 წლის სპეციალისტმა "ინსტაგრამზე" ატვირთა ფოტო, რომელზეც წიგნებთან ერთადაა გადაღებული და იქვეა მინაწერიც:

"დავიწყე გერმანული ენის შესწავლა. დღეს პირველი გაკვეთილია.
ვემზადები ახალი გამოწვევისთვის".

მალე გამოჩნდება რისთვის სწავლობს ვილაშ-ბოაში გერმანულს. და მაინც, "ვერდერში" მისი მისვლა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული