ტური დორტმუნდის "ბორუსიისა" და "ფრაიბურგის" დაპირისპირებით გაიხსნა. დორტმუნდელებმა მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხეს. ბორუსიელებიდან თავი გოლებით პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ლუკას პიშჩეკმა და რაფაელ გერეირომ გამოიჩინეს, "ფრაიბურგიდან" კი ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი მაქსიმილიან ფილიპია.
ამ გამარჯვებით "დორტმუნდი" სატურნირო ცხრილს სათავაში ჩაუდგა, მაგრამ მეორე დღეს თავისი შეხვედრა გამართა მიუნხენის "ბაიერნმა", რომელიც "ჰამბურგს" ესტუმრა და მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე ჯოშუა კიმიხის ერთადერთი გოლით იმარჯვა, რითაც ლიდერობა დაიბრუნა.