ვაიდენფელერი დაშავდა!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნთან" უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩის წინ, დორტმუნდის "ბორუსიას" გულშემატკივრებმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია შეიტყვეს: ბუნდესლიგის ლიდერის მეკარე რომან ვაიდენფელერმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რომ შაბათს რეკორდმაისტერთან ვერ ითამაშოს. თუ რომანი "ბაიერნთან" კარში ვერ ჩადგება, ის ახალგაზრდა და გამოუცდელმა კიპერმა, მიტჩელ ლანგერაკმა უნდა შეცვალოს.

30 წლის ვაიდენფელერი სამშაბათის ვარჯიშზე, მატს ჰუმელსთან ორთაბრძოლისას დაშავდა და "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს უდიდესი თავსატეხი გაუჩინა. რომანმა თავიდან ვარჯიში არ შეწყვიტა, მაგრამ მერე მუხლი გაუსივდა და იძულებული გახდა, ექიმებისთვის მიემართა. დორტმუნდის სამედიცინო შტაბში აცხადებენ, რომ ვაიდენფელერს
შაბათამდე მომჯობინების ძალიან მცირე შანსი აქვს და შეძლებს თუ არა "ბაიერნთან" თამაშს, ეს პარასკევს გაირკვევა.

რაც შეეხება ლანგერაკს, რომელსაც ვაიდენფელერის შეცვლა მოუწევს: 22 წლის ავსტრალიელს გერმანიაში თამაშის გამოცდილება ფაქტობრივად არ აქვს. აქამდე მან "დორტმუნდის" მაისური მხოლოდ ერთხელ მოირგო და ისიც რეგიონალლიგაში, გასულ უქმეებზე. რომან ვაიდენფელერის არყოფნა "ბაიერნთან" მატჩში BVB-სთვის ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან ვესტფალიური კლუბის გამოცდილ მეკარეს გუნდის წარმატებებში ლომის წვლილი მიუძღვის. სწორედ რომანის დამსახურებაა ის, რომ "ბორუსიას" მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული