კარლ-ჰაინც რუმენიგე: ჯობია, საქმეს მიხედონ!..

AutoSharing Option
"ბაიერნის" მთავარმმართველმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბილდთან" კომენტარი გააკეთა მიონხენგლადბახის "ბორუსიას" სპორტული დირექტორის, მარკ ებერლის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს გამო, რომელშიც გაკვრით ითქვა, რომ მიუნხენური გიგანტი ბუნდესლიგის მესვეურთა მხრიდან პრივილეგიებით სარგებლობს.
მოდი, ჯერ ის გავიგოთ, რატომ წუხს ებერლი.

საქმე ისაა, რომ დღეს "გლადბახს" გერმანიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩის გამართვა უწევს - სტუმრად "ჰერტას" ეთამაშება, და ეს მაშინ, როცა 1 ნოემბერს "სელტიკთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩი გამართა.

ებერლი შიშობს, რომ მოთამაშეები ძალებს ბოლომდე ვერ აღიდგენენ და იქვე "ბაიერნის" ბოსტანშიც ისვრის კენჭს - მაგათ ასეთი პრობლემა
არასოდეს ექნებათო.

აქ ქვეტექსტი მარტივად იკითხება. გლადბახელი მაღალჩინოსანი აშკარად გულისხმობს იმას, რომ "ბაიერნის" შიდა კალენდარი ისეა შედგენილი, თამაშებს შორის მაქსიმალურად ოპტიმალური დროს იყოს.

რუმენიგეს პასუხმა არ დააყოვნა: "არ მესმის, რა შუაშია აქ "ბაიერნი"? ბატონ ებერლს შევახსენებ, რომ არსებობს "72 საათის" წესი, რომლის განმავლობაშიც ბუნდესლიგის შესაბამის სამსახურს უნდა მიმართოს თამაშის გადატანის თხოვნით.

თუ "ბორუსიას" რაღაც პრობლემები აქვს, ეს ჩვენი ბრალი არ არის და ამგვარი განცხადებების კეთებას, ჯობია, საქმეს მიხედონ და დროულად იზრუნონ პრობლემის მოგვარებაზე", - აი, ასეთი მარტივი გამოსავალი უკარნახა "კალემ" გლადბახელ ბოსს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული