ბუნდესლიგა. X ტური: ობამეიანგის პირველი პოკერი ბუნდესლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
5 ნოემბერს გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმს" ვერ მოუგო - 1:1. სტუმრები ქერემ დემირბაიმ დააწინაურა, მაგრამ 34-ე წუთზე სტივენ ცუბერმა საკუთარი კარი დალაშქრა. "ბაიერნი" და "ჰოფენჰაიმი" დაუმარცხებლებად რჩებიან, ხოლო "ლაიპციგს" ლიდერის დაწევის შანსი მიეცა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "მატჩის დასაწყისში ვერაფრით გავთავისუფლდით "ჰოფენჰაიმის" პრესინგისგან. მეორე ტაიმში უფრო ინტენსიურად და ხარისხიანად ვითამაშეთ. ჩვენი შანსები რომ გავიხსენოთ, ალბათ, შეიძლება თქმა, რომ გამარჯვება დამსახურებული იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთში ხანდახან, უბრალოდ არ გიმართლებს.

დორტმუნდის "ბორუსიამ" სტუმრად "ჰამბურგი" 5:2 გაანადგურა.
პირველ 48 წუთში პოკერი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა. კიდევ ერთი გოლი სტუმართა შორის ახალგაზრდა უსმან დემბელემ გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლევერკუზენმა" 5-გოლიან თრილერში ერთ-ერთი აუტსაიდერი "დარმშტადტი" დაამარცხა - 3:2. გამარჯვებულთა რიგებში გოლები ჰაკან ჩალჰანოღლუმ, იულიან ბრანდტმა და ჩარლს არანგისმა გაიტანეს.

შაბათი. 5 ნოემბერი
ბაიერნი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 0:1 დემირბაი (16), 1:1 ცუბერი (34. ს. კ.)

ლევერკუზენი-დარმშტადტი 3:2
გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (32), 1:1 ჩოლაკი (47), 2:1 ბრანდტი (56), 3:1 არანგისი (69), 3:2 ვრანჩიჩი (85)

ჰამბურგი-დორტმუნდი 2:5
გოლები: 0:1 ობამეიანგი (4), 0:2 ობამეიანგი (23), 0:3 ობამეიანგი (27), 0:4 ობამეიანგი (48), 1:4 ნ. მიულერი (55), 1:5 დემბელე (76), 2:5 ნ. მიულერი (81)

ინგოლშტადტი-აუგსბურგი 0:2
გოლები: 0:1 ბობადილია (85), 0:2 ალთინთოპი (90)
გაძევება: ლეველსი (89. ინგოლშტადტი)

ფრაიბურგი-ვოლფსბურგი 0:3
გოლები: 0:1 მ. გომესი (41), 0:2 მ. გომესი (53), 0:3 რ. როდრიგესი (86-პენ)
გაძევება: გიუნტერი (85. ფრაიბურგი)

აინტრახტი-კიოლნი 1:0
გოლი: 1:0 გაჩინოვიჩი (5)

პარასკევი. 4 ნოემბერი
ჰერტა-გლადბახი 3:0

კვირა. 6 ნოემბერი
ლაიპციგი-მაინცი 18:30
შალკე-ვერდერი 20:30

1. ბაიერნი - 24 ქულა; 2. ლაიპციგი - 21; 3. ჰოფენჰაიმი - 20; 4. ჰერტა - 20; 5. დორტმუნდი - 18.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული