ბუნდესლიგა. XXIV ტური : სინი გაამზადეთ, შამპანური ჩააციეთ!

AutoSharing Option
"ვერცხლის სინი" ჯერ კიდევ "ზებენერშტრასეზე" დევს, მაგრამ შაბათის შემდეგ მიუნხენელებს შეუძლიათ, დორტმუნდში გასაგზავნად მოამზადონ, რადგან უკვე ფაქტია, რომ რეკორდმაისტერი ჩემპიონის ტიტულს ვერ შეინარჩუნებს - "ბორუსიამ" "ბაიერნი" "ალიანს არენაზეც" დაამარცხა (სხვათა შორის, პირველად 1991 წლის შემდეგ) და მოქმედ ჩემპიონს უკვე 16 ქულით უსწრებს. იურგენ კლოპის გუნდი ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს და BVB ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ჩემპიონი იქნება - ფაქტობრივად გამოვრიცხავთ, რომ დარჩენილ ათ ტურში დორტმუნდელებს რაიმე გაუთვალისწინებელი დაემართოთ.

რეკორდმაისტერის წინააღმდეგ "ბორუსია" ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდული ძირითადი შემადგენლობით წარსდგა (საშუალო ასაკი
22.3 წელი). სასტარტოში გამწესებული დორტმუნდელებიდან ყველაზე ასაკოვანი 26 წლის ლუკას ბარიოსი გახლდათ, რომელიც თანაგუნდელების ფონზე მოხუცად გვეჩვენებოდა. სწორედ "მოხუცმა" ბარიოსმა გახსნა ანგარიში ძალიან ეფექტური გოლით, მაგრამ მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს, რასაც მყისვე ნური შაჰინის გენიალური, ისეთი გოლი მოჰყვა, ათასში ერთხელ რომ გადის ხოლმე. კლოპის ახალგაზრდა შეგირდები მრისხანე და ძალიან კარგ ფორმაში მყოფი "ბაიერნის" წინააღმდეგ ისეთი თავდაჯერებულები იყვნენ, იმდენს დარბოდნენ და მოედანზე ისე იქცეოდნენ, რომ წესით, მილანის "ინტერისთვის" ეს მატჩი კარგი გაკვეთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლავე შეგვიძლია თავი დავდოთ, რომ "ინტერი" "ბორუსიას" ფეხბურთის კოპირებას ვერ შეძლებს.

მესამე გოლის ავტორმა, ექს-ბაიერნელმა მატს ჰუმელსმა, საფინალო სასტვენის შემდეგ არ იცოდა, რომ კლოპმა ამ გამარჯვების შემდეგ შეგირდებს ჩემპიონობაზე საუბრის ნება დართო და ასეთი კომენტარით შემოიფარგლა: "დღეს ძალიან მაგრად ვითამაშეთ... მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველა აზრი, რაც თავში მომდის, იმ სიტყვას შეიცავს, რომლის თქმის უფლება არ გვაქვს," - ცხადია, ჰუმელსი ჩემპიონობაზე საუბარს გულისხმობდა.

სამაგიეროდ, უფრო მეტის თქმა გაბედა კაპიტანმა სებასტიან კელმა, რომელიც მოედანს 6-თვიანი პაუზის მერე დაუბრუნდა და რომელიც კლოპმა თამაშში ბოლოსღა ჩართო: "ცხადია, გვინდა, რომ ბოლომდე პირველ ადგილზე დავრჩეთ. რა თქმა უნდა, ყველანი ჩემპიონობაზე ვოცნებობთ და ჩვენს ოცნებას დღეს ძახილის ნიშანი დავუსვით. მე მგონი, მაისის ბოლოს მაგრად ვიზეიმებთ!" ოდნავ მოგვიანებით კი, ისედაც ყველასათვის ნათელი სურვილები, "დორტმუნდის" მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემაც გაამხილა: "ახლა უკვე ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ უნდა ვთქვათ: დიახ, ჩვენ გვინდა და შეგვიძლია გერმანიის ჩემპიონობა!"

მიუნხენშიც აღიარეს, რომ შაბათს "ბაიერნისთვის" გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა დამთავრდა. "ბორუსიამ ძალიან კარგად ითამაშა და მთელი სეზონია, უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. ჩემი აზრით, დორტმუნდელები სამართლიანად გახდებიან გერმანიის ჩემპიონები," - განაცხადა კვირას "ბაიერნის" მენეჯერმა კრისტიან ნერლინგერმა. "ჰო, ისინი ჩემპიონები გახდებიან, მაგრამ მაშინ უნდა მივულოცოთ, როცა ჩემპიონობა მათემატიკურადაც განაღდებული ექნებათ. მანამდე კი რამდენიმე კვირაა დარჩენილი და ამ რამდენიმე კვირას სიამოვნებით მოვიცდი," - ეს კი კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებია.

საფინალო სასტვენის შემდეგ კლოპმა შეგირდებთან ერთად ისე ემოციურად იზეიმა, რომ ზედმეტი მოუვიდა - შაჰინი რომ შეახტა, ვერ მოზომა და თურქი ნახევარმცველი ისე ჩაიხუტა, რომ სათვალეც გაუტყდა და ყვრიმალიც დაუსისხლიანდა. "ამ სათვალეს ექვსი წელი ვატარებდი და ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადაურჩა გატეხვას. ახლა კი, ნურიმ, როგორც იქნა, მოახერხა მისი დამტვრევა," - ამბობდა კლოპი...

"ბორუსიამ" არა მარტო "ბაიერნთან" გაზარდა უპირატესობა, არამედ მეორეადგილოსან "ლევერკუზენთანაც". "ბაიერი" გუშინ ბრემენში დიდხანს იგებდა და თანაც, ორბურთიანი სხვაობით, მაგრამ "მუსიკოსებმა" ჯერ ერთი ბურთი გაქვითეს (შტეფან კისლინგის ავტოგოლი), მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი ცენტრალურმა მცველმა, სებასტიან პრიოდლმა გაიტანა გოლი, რომლითაც "ვერდერმა" უმნიშვნელოვანესი ქულა გადაარჩინა, "ლევერკუზენი" კი, მართალია, მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ იუპ ჰაინკესის გუნდი "დორტმუნდს" ახლა უკვე 12 ქულით ჩამორჩება. ამრიგად, "ვერდერმა" გასავარდნ ზონას თავი კი დააღწია, მაგრამ ვაი ამ დაღწევას - თომას შააფის სამწყსო "კაიზერსლაუტერნს" კვლავ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. ბრემენელი ფანებისთვის კი ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მატჩის წინ მოხდა: ტორსტენ ფრინგსმა "ვეზერშტადიონის" პუბლიკას ამცნო, რომ ზაფხულში აქტიურ სპორტულ კარიერას დაასრულებს და ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

ზემოთ დაგვავიწყდა, გვეთქვა, რომ "ბაიერნი" მესამედან მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა. და ვინ შეძვრა სამეულში? არ ცდებით, "ჰანოვერი"! შაბათს "წითლებმა" "ზანკტ პაულის" 88-ე წუთზე, კრისტიან შულცის მიერ გატანილი გოლით მოუგეს და რომ არა ჯერალდ ასამოას გულახდილობა, შეიძლება, ვერ მოეგოთ. 88-ე წუთი: "ჰანოვერის" კართან მეტ-ნაკლებად სახიფათო სიტუაცია შეიქმნა და ასამოასგან ბურთმა პირითი ხაზი გადაკვეთა, მსაჯმა კი კუთხური დანიშნა. ამ დროს ჰანოვერელი პინტუ ასამოას მიუახლოვდა და რაღაც უთხრა, ამ უკანასკნელმა კი მსაჯს გულახდილად ანიშნა, კუთხური არ ყოფილა, ტყუილად ნიშნავო. არბიტრმა გადაწყვეტილება შეცვალა და ბურთი "ჰანოვერის" კიპერს გადასცა. სწორედ ცილერის მიერ წამოწყებულ შეტევას მოჰყვა გოლი, რომელმაც "ჰანოვერს" მიმდინარე სეზონში მე-14 თამაში მოაგებინა და მესამე ადგილზე აღაზევა.

მატჩის შემდეგ მირკო სლომკამ ყოფილ შეგირდ ასამოას პირადად გადაუხადა მადლობა...

გელზენკირხენელი ქომაგები ისევ აბობოქრდნენ და "შალკეს" მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათს ახლა იმაში სდებენ ბრალს, რომ "დესპოტმა ფელიქსმა" ბუნდესლიგა ფეხებზე დაიკიდა. ყოველ შემთხვევაში, მათ ვერაფრით აუხსნიათ, რატომ ითამაშა "შალკემ" "ნიურნბერგთან" (1:1) ასე ინერტულად, თუკი გუნდი სერიოზულად ფიქრობს ბუნდესლიგაში წარმატების მიღწევაზე. ოთხშაბათს "შალკე" გერმანიის თასის ნახევარფინალში "ბაიერნს" სტუმრობს, 9 მარტს კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი ელის "ვალენსიასთან" - ჰოდა, გელზენკირხენში ფიქრობენ, რომ მაგათი შეგირდებს ამ თამაშებისთვის ასვენებს. "ნიურნბერგს" კი უკვე ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და მარკუს მენდლერს 82-ე წუთზე ცარიელ კარში რომ გაეტანა, ფრანკები ზედიზედ მეხუთე გამარჯვებასაც იზეიმებდნენ.

პარასკევს "ვოლფსბურგმა" "გლადბახი" დიეგოს დუბლით დაამარცხა და მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა, "მაინცმა" "ჰოფენჰაიმს" სტუმრად მოუგო და საუკეთესო ხუთეულში პოზიციას ინარჩუნებს, "კიოლნმა" "ფრაიბურგის" დამარცხება შეძლო და უკვე შეიძლება იტქვას, რომ "თხები" ფაქტობრივად გადარჩენილები არიან, "კაიზერსლაუტერნმა" და "ჰამბურგმა" ქულები გაიყვეს, "შტუტგარტმა" კი ფრანკფურტში სიცოცხლის ნიშანწყალი გამოავლინა.

მომდევნო ტური
4 მარტი. ბორუსია (დ)-კიოლნი. 5 მარტი. შტუტგარტი-შალკე, აინტრახტი-კაიზერსლაუტერნი, ბორუსია (მ)-ჰოფენჰაიმი, ჰანოვერი-ბაიერნი, ნიურნბერგი-ზტ. პაული, ლევერკუზენი-ვოლფსბურგი. 6 მარტი. ფრაიბურგი-ვერდერი, ჰამბურგი-მაინცი.


ვოლფსბურგი-ბორუსია (მ) 2:1
ვოლფსბურგი (4-2-2-1-1): ჰიტცი - პეკარიკი, კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - ჰასებე, პოლაკი - რიტერი, სისერო - დიეგო (90. კოო) - მბოკანი (80. მანჯუკიჩი).
ბორუსია მ. (4-3-1-1-1): ბეილი - ლეველსი, შტრანცლი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი (38. მარქსი), არანგო - ჰერმანი (46. დე კამარგო) - როისი - იდრისუ (61. ჰანკე).
29-ე წუთზე დიეგომ (ვოლფსბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გოლები: 1:0 დიეგო (36), 2:0 დიეგო (45+1), 2:1 დემსი (74-პენ)
გაფრთხილება: ა. ფრიდრიხი, პოლაკი, დიეგო, მანჯუკიჩი - როისი, შტრანცლი, დე კამარგო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 17-25; თამაშგარე: 7-2; კარში დარტყმა: 15(6)-14(6); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 28 763

შალკე-ნიურნბერგი 1:1
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, ესკუდერო (68. შმიტცი) - კლუგე (81. მატიპი), ანანი - რაული, ხურადო - ედუ (55. დრაქსლერი), ჰუნტელაარი.
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი - იუდტი (31. მენდლერი), ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა (81. პლატენჰარდტი) - სიმონსი - ხანდლერი, ექიჩი (67. მინტალი), ჰეგელერი, მაკი - აიგლერი.
გოლები: 0:1 ჰეგელერი (37), 1:1 რაული (52)
გაფრთხილება: კლუგე - ხანდლერი, სიმონსი, ვოლფი
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 13-17; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 16(8)-16(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 61 431

ჰოფენჰაიმი-მაინცი 1:2
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): შტარკე - ბეკი, იაისლე, კომპერი, იბერტსბერგერი - ალაბა - რუდი (75. რობერტო ფირმინიო), სალიჰოვიჩი - ვუკჩევიჩი (46. სიგურდსონი), ბაბელი - იბიშევიჩი (65. მლაპა).
მაინცი (4-3-1-2): ჰ. მიულერი - ბუნგერტი, კირხჰოფი, ნოვესკი, ფუხსი - პოლანსკი, ფათი, სოტო - ივანშიტცი (67. შლიშკოვიჩი) - შიურლე (92. ფ. ჰელერი), ალაგუი (52. რისსე).
გოლები: 0:1 ივანშიტცი (23), 1:1 ალაბა (83), 1:2 სოტო (86)
გაფრთხილება: რუდი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 18-23; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 13(4)-10(7); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 29 000

კიოლნი-ფრაიბურგი 1:0
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ანდრეზინიო, მოჰამადი, პეცონი, აიხნერი - ლანიგი, ჟაჟალო - ფრაისი (68. იალჩინი), პოდოლსკი, კლემენსი - ნოვაკოვიჩი (92. მაკინო).
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ბუტშერი, ბასტიანსი - მაკიადი - ნიკუ (59. აბდესადკი), რაიზინგერი, ფლუმი, პუცილა (84. კალიჯური) - სისე.
გოლი: 1:0 პოდოლსკი (88)
გაფრთხილება: ლანიგი, ნოვაკოვიჩი - სისე, აბდესადკი, მუიჯა
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 22(6)-12(1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 45 000

კაიზერსლაუტერნი-ჰამბურგი 1:1
კაიზერსლაუტერნი (4-1-3-1-1): ზიპელი - დიკი, აბელი, როდნი, იესენი - ბილეკი (63. პეცოსი) - ვალხი (70. რივიჩი), ტიფერტი, ჰლუშეკი - მორავეკი - ლაკიჩი.
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი - დემელი, კაჩარი, მატიისენი, აოგო - ვესტერმანი, ზე რობერტო - ტროხოვსკი (46. ბენ-ჰატირა), იანსენი - გერერო (73. ვან ნისტელროი), პეტრიჩი.
გოლები: 1:0 ჰლუშეკი (18), 1:1 იანსენი (54)
გაფრთხილება: მორავეკი, ლაკიჩი, ჰლუშეკი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16(8)-16(5); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 45 682

ზანკტ პაული-ჰანოვერი 0:1
ზანკტ პაული (4-2-3-1): კესლერი - ფოლცი, სამბრანო, გიუნეში, კალა - ბოლი, მ. ლემანი - მ. კრუსე (84. ბრუნსი), ტაკი (68. ნაკი), ბარტელსი (68. ებერსი) - ასამოა.
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი (93. ლალა), პინტუ - შტინდლი, რაუში (84. შტოპელკამპი) - შლაუდრაფი (91. ეგიმანი), აბდელაუ.
გოლი: 0:1 კ. შულცი (89)
გაფრთხილება: შმიდებახი, ცილერი
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 20-21; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 7(1)-8(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 24 487

ბაიერნი-ბორუსია (დ) 1:3 [იხილეთ ვიდეო]
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი, ბადშტუბერი (46. ბრენო), ლუის გუსტავო (58. კროოსი) - შვაინშტაიგერი, პრანიჩი - რობენი, თ. მიულერი (78. კლოზე), რიბერი - გომესი.
ბორუსია დ. (4-2-3-1): ლანგერაკი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი (89. კელი) - გიოტცე, ლევანდოვსკი, გროსკროიტცი (82. და სილვა) - ბარიოსი (74. ბლაშჩიკოვსკი).
გოლები:L0:1 ბარიოსი (9), 1:1 ლუის გუსტავო (15), 1:2 ნ. შაჰინი (18), 1:3 ჰუმელსი (60)
გაფრთხილება: რობენი, შვაინშტაიგერი - ლევანდოვსკი, შMელცერი, ნ. შაჰინი
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 10-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 14(4)-16(5); ბურთის ფლობა: 70%-30%.
მაყურებელი: 69 000

აინტრახტი-შტუტგარტი 0:2
აინტრახტი (4-2-2-1-1): ფერმანი - ს. იუნგი, ფრანცი, რუსი, ცაველასი - როდე (73. კიტელი), შვეგლერი - ჰალილ ალთინთოფი (46. ამანატიდისი), კიოლერი (46. ფენინი) - ა. მაიერი - გეკასი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - ბულარუზი, ტასკი, დელპიერი, მოლინარო - ტრეში, კუჟმანოვიჩი - ჰარნიკი, ჰაინალი (80. ნიდერმაიერი), ოკაზაკი (92. შიპლოკი) - კაკაუ (46. გებჰარდტი).
გოლები: 0:1 ჰარნიკი (64), 0:2 ჰაინალი (67)
გაფრთხილება: ფრანცი, როდე - გებჰარდტი
გაძევება: დელპიერი (15. შტუტგარტი)
კუთხური: 13-3; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 30(5)-11(6); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 47 400

ვერდერი-ლევერკუზენი 2:2
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - დ. შმიდტი (68. არნაუტოვიჩი), მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ბარგფრედე (60. მარინი) - ფრიტცი, ბოროვსკი (37. ჰანტი) - ტრინკსი - პისარო, ვაგნერი.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ადლერი - შვააბი, რაინარტცი, ჰიიპია, კადლეცი - ვიდალი, როლფესი - სემი (69. ბალაკი), რენატო, კასტრო (88. მ. ფრიდრიხი) - დერდიოკი (81. კისლინგი).
გოლები: 0:1 დერდიოკი (42), 0:2 როლფესი (67), 1:2 კისლინგი (83-საკ. კარში), 2:2 პრიოდლი (91)
გაფრთხილება: პრიოდლი, ფრიტცი - შვააბი
გაძევება: ვიდალი (87. ლევერკუზენი)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 19-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 9(6)-17(6); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 37 500

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 24 18 4 2 52-14 58
2. ლევერკუზენი 24 13 7 4 50-34 46
3. ჰანოვერი 24 14 2 8 34-31 44
4. ბაიერნი 24 12 6 6 50-30 42
5. მაინცი 24 13 1 10 37-30 40
6. ჰამბურგი 24 11 4 9 35-32 37
7. ფრაიბურგი 24 11 4 9 31-31 37
8. ნიურნბერგი 24 10 6 8 34-32 36
9. ჰოფენჰაიმი 24 8 9 7 41-35 33
10. შალკე 24 8 6 10 29-29 30
11. კიოლნი 24 8 5 11 31-42 29
12. ზანკტ პაული 24 8 4 12 27-38 28
13. აინტრახტი 24 8 3 13 23-34 27
14. ვოლფსბურგი 24 6 8 10 29-34 26
15. ვერდერი 24 6 7 11 30-50 25
16. კაიზერსლაუტ. 24 6 6 12 33-42 24
17. შტუტგარტი 24 6 4 14 42-47 22
18. ბორუსია (მ) 24 5 4 12 35-59 19

ბომბარდირები: 18 - გომესი (ბაიერნი); 16 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი), ბარიოსი (ბორუსია დ) რაული (შალკე), ია კონანი (ჰანოვერი); 10 - პოდოლსკი (კიოლნი), შიურლე (მაინცი).


II ბუნდესლიგა, XXIV ტური
კოტბუსი-ფრანკფურტი 2:1
გოლები: 1:0 ჰიუნემაიერი (49), 1:1 ბუჰადუზი (76), 2:1 პეტერსენი (92)

უნიონი-მიუნხენ 1860 0:1
გოლი: 0:1 ფოლანდი (88)

ობერჰაუზენი-დუისბურგი 0:0

არმინია-პადერბორნი 1:1
გოლები: 1:0 ტადიჩი (5), 1:1 კლოტცი (88)

ალემანია-ჰერტა 0:5
გოლები: 0:1 ლუსტენბერგერი (10), 0:2 რამოსი (33), 0:3 ლასოგა (36), 0:4 რუკავიტსია (56), 0:5 რამოსი (59)

ფორტუნა-ოსნაბრიუკი 2:1
გოლები: 1:0 რიოსლერი (24), 1:1 კოტულიაცი (77), 2:1 რიოსლერი (89)

კარლსრუე-ინგოლშტადტი 1:4
გოლები: 0:1 ლაიტლი (5), 0:2 კაიუბი (38), 0:3 ლაიტლი (53-პენ), 0:4 ბუდლე (80), 1:4 კრისტეა (89)

ფიურტი-ბოხუმი 1:1
გოლები: 0:1 აიდინი (2), 1:1 კაპლანი (78)

აუგსბურგი-აუე დღეს

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰერტა 24 15 4 5 49-23 49
2. ბოხუმი 24 14 3 7 32-26 45
3. აუგსბურგი 23 13 5 5 41-18 44
4. ფიურტი 24 12 7 5 35-19 43
5. აუე 23 13 4 6 28-25 43
6. დუისბურგი 24 11 7 6 37-21 40
7. კოტბუსი 24 11 6 7 46-37 39
8. ფორტუნა 24 11 2 11 31-28 35
9. ალემანია 24 9 8 7 40-40 35
10. მიუნხენ 1860 24 9 8 7 27-25 33
11. ფრანკფურტი 24 10 3 11 34-34 33
12. უნიონი 24 8 5 11 26-31 29
13. პადერბორნი 24 8 5 11 24-30 29
14. ოსნაბრიუკი 24 7 4 13 34-44 25
15. ობერჰაუზენი 24 6 5 13 20-41 23
16. კარლსრუე 24 6 5 13 31-53 23
17. ინგოლშტადტი 24 5 5 14 27-38 20
18. არმინია 24 2 4 18 18-49 10


* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა

ბომბარდირები: 15 – აუერი (ალემანია), პეტერსენი (კოტბუსი); 13 – მიოლდერსი (ფრანკფურტი); 10 – ლაუთი (მიუნხენ 1860), ნანდო რაფაელი (აუგსბურგი), რამოსი (ჰერტა).


III ბუნდესლიგა
ზანდჰაუზენი-ზაარბრიუკენი 3:1, ვერდერი II-შტუტგარტი II 1:1, ალენი-ბრაუნშვაიგი 0:3, აალენი-ოფენბახი 1:1, ერფურტი-ბურგჰაუზენი 1:1, ჰანზა-ბაბელსბერგი 3:0, კობლენცი-უნტერჰახინგი 1:1, ვეენი-ჰაიდენჰაიმი 5:2, რეგენსბურგი-კარლ ცაისი (გადაიდო), ბაიერნი II-დრეზდენი 1:2.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული