ამ უკანასკნელს კვირას, "ლევერკუზენთან" შეხვედრაში "ვერდერის" ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა და როგორც ამბობს, მერე ღამით დაძინება ძალიან გაუჭირდა. ტრინკსმა "ლევერკუზენთან" ძალიან კარგად ითამაშა: მისი მშვენიერი პასებით ტიმ ბოროვსკის ორჯერ შეეძლო გოლის გატანა და გარდა ამისა, "ლევერკუზენის"
შესაბამისად, გასაკვირი ნამდვილად არ არის ის, რომ მატჩის შემდეგ ბრემენული კლუბის ტანჯულმა მწვრთნელმა თომას შააფმა 18 წლის შეგირდი დიდხანს აქო: "ფლორიანმა ისე კარგად ითამაშა, რომ ყველანი კმაყოფილები უნდა ვიყოთ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია და კვირას ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი," - შეგახსენებთ, რომ შააფი სიტყვებს ჰაერზე არასდროს ისვრის.
ბრემენელ ქომაგებს კი ახლა იმის იმედი აქვთ, რომ 18 წლის ტრინკსი "ვერდერს" კატასტროფისგან, ანუ, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან იხსნის. ყოველ შემთხვევაში, ფლომ კვირას დაამტკიცა, რომ გამთამაშებლობის მშვენიერი ნიჭი აქვს, "ვერდერს" კი სწორედ კარგი ფლეიმეიქერი აკლია. ფაქტია ისიც, რომ ფლორიანი ძალიან მონდომებულია, ამბობს, ჩემი მიზანი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელობააო და კერპად ზინედინ ზიდანს ასახელებს. ახლა საკითხავი და საინტერესოა, გაამწესებს თუ არა შააფი მას სასტარტო შემადგენლობაში "ფრაიბურგთანაც". ფაქტი ისაა, რომ ფლორიან ტრინკსს ალოფსიც უდიდეს ტალანტს უწოდებს.
შააფს ძალიან უყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის შანსის მიცემა - დიეგო თუ მესუთ იოზილი სწორედ მის ხელში "დაღვინდნენ", უფრო ადრე კი თომასმა ტიმ ბოროვსკიც აღმოაჩინა. იქნება შემდეგი ფლორიან ტრინკსი? ამას დრო გვიჩვენებს...