ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულ დირექტორ რუდი ფიოლერს ბუნდესლიგის მეორეადგილოსანთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და კლუბის სხვა ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ "რუხი მგელი" ახალ ხელშეკრულებას მალე გააფორმებს, რათა ახალი სეზონის დაგეგმვა დროულად მოხდეს. ფიოლერს არაერთხელ უთქვამს, რომ "ლევერკუზენი" მისთვის იდეალური გუნდია და რომ "ბაიერთან" განშორებას არ აპირებს.
ზაფხულში "ფარმაცევტების" უმთავრესი საზრუნავი ახალი ცენტრალური მცველის ყიდვა იქნება, რადგან ფინელი სამი ჰიიპია უკვე 37 წლისაა. "ის იდეალური მცველია, მაგრამ უკვე ისეთ ასაკშია, რომ ყველა ვხვდებით, მომავალ სეზონში ისე ვეღარ დავტვირთავთ, როგორც საჭიროა. ამიტომაც, ფაქტია, რომ