პრემიერლიგა. XXIII ტური: მინოლეს ენფილდური დრამა ჰეფი ენდით [VIDEO]

AutoSharing Option
წუხელ პრემიერლიგის 23-ე ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც ყველაზე დიდ ინტერესს "ენფილდური" დაპირისპირება იწვევდა - "ლივერპულს" გათამაშების ლიდერი "ჩელსი" ესტუმრა, იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა - 1:1.

მატჩის 76-ე წუთზე დიეგო კოშტას შეეძლო ლონდონელთათვის გამარჯვება მოეტანა, მაგრამ ესპანელმა პენალტი ვერ გაიტანა - სიმონ მინოლემ პირველ ტაიმში დაშვებული უხეში შეცდომა, რომელსაც გოლი მოჰყვა, პენალტის მოგერიებით გამოისყიდა. "ჩელსი" დავიდ ლუიზის (ბრაზილიელმა პრემიერლიგაში 1 386-დღიანი პაუზის მერე გაიტანა) ეშმაკური ჯარიმით დაწინაურდა, თუმცა ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაათანაბრა.

შესაძლოა, მინოლე მართლაც არ არის მაღალი კლასის გოლკიპერი,
მაგრამ ბელგიელს პენალტების აღება კარგად ეხერხება, მან 14-დან 6 პენალტი აიღო "ლივერპულის" მაისურით. იურგენ კლოპს ამ სეზონში მოწინავე ექვსეულის გუნდებთან მხოლოდ ერთი მარცხი აქვს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიდერთა ჯგუფიდან ორმა გუნდმა შესთავაზა ფანებს უსიამოვნო სიურპრიზები - "ტოტენჰემი" დევიდ მოიესის "სანდერლენდს" დაუზავდა - 0:0, ხოლო არსენ ვენგერის (ფრანგი დისკვალიფიცირებულია) "არსენალი" სულაც დამარცხდა შინ "უოტფორდთან" - 1:2.

უკვე მე-10 წუთზე იუნეს ქაბულის ყუმბარისებულ დარტყმას აარონ რემზი გადაუდგა, მაგრამ ბურთი რიკოშეტით ლონდონელთა კარში შევარდა. სამ წუთზე პეტრ ჩეხმა უხეიროდ მოიგერია დარტყმული და ტროი დინიმ ანგარიშში სხვაობა გაზარდა. "არსენალი" ალექსის სანჩესისა და ალექს ივობის ბრწყინვალე კომბინაციამ ვერ იხსნა. აღსანიშნავია, რომ მოწინავე ოთხეულის ვერც ერთმა წევრმა ვერ მოიგო, რაც "სიტისა" და "იუნაიტედისთვის" კარგი შანსია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პრემიერლიგა. XXIII ტური
არსენალი-უოტფორდი 1:2
გოლები: 0:1 ქაბული (11), 0:2 დინი (14), 1:2 ივობი (58)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - გაბრიელ პაულისტა, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - რემზი (20. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), კოკელენი (67. პერესი) - ივობი, იოზილი, სანჩესი - ჟირუ (46. უოლკოტი).
უოტფორდი (4-3-2-1): გომეში - კეტკარტი, ქაბული, პრიოდლი, ბრისტოსი - კაპუ, ბეჰრამი (63. დუკური), ქლევერლი - იანმაატი, ნიანგი (69. საჩისი) - დინი (85. ოკაკა).
მაყურებელი: 60 035

ბორნმუთი-კრ. პალასი 0:2
გოლები: 0:1 დანი (47), 0:2 კ. ბენტეკე (90)
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, სმიტი (68. არტერი) - სიურმენი, უილშირი - სტანისლასი (61. იბე), ჯ. კინგი, ფრეიზერი - აფობე (61. უილსონი).
კრ. პალასი (5-4-1): ჰენესი - ჯ. უარდი, ტომკინსი, დანი, დელენი, ვან აანჰოლტი - ზაჰა, კაბაი (76. ლედლი), მაკარტური (76. თაუნსენდი), ფენჩენი (90. ფლამინი) - კ. ბენტეკე.
მაყურებელი: 11 228

ბარნლი-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 ვოუკსი (88)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - დეფური (34. არფილდი), ჰენდრიკი (89. ტარკოვსკი), ბარტონი, ბოიდი - ბარნსი (79. ვოუკსი), ე. გრეი.
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკუოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი (77. ოკაზაკი) - ვარდი, დ. გრეი (67. მუსა).
მაყურებელი: 19 202

მიდლსბრო-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 მორისონი (6), 1:1 ნეგრედო (16-პენ)
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ბარაგანი, ესპინოსა, გიბსონი, ფაბიო - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ - ტრაორე, სტუანი (69. ბემფორდი), ნეგრედო (87. გესტედე).
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - ნიომი, მაკოული, კ. დოუსონი, ბრანტი - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ჩადლი (59. მაკკლინი), მორისონი, ფილიპსი - რონდონი (64. რობსონ-კანუ).
მაყურებელი: 27 316

სანდერლენდი-ტოტენჰემი 0:0
სანდერლენდი (3-5-2): მანონე - კონე, დენაიერი, ოში - ბ. ჯოუნსი, როდუელი, ნდონგი, ლარსონი, მანკილიო - დეფო, ბორინი (72. ჰანიმენი).
ტოტენჰემი (4-2-3-1): ვორმი - უოლკერი, ე. დაიერი, ალდერვეირელდი, როუზი (38. ბ. დევისი) - დემბელე (85. იანსენი), ვანიამა - ერიქსენი, ალი, სონი (73. სისოკო) - ჰ. კეინი.
მაყურებელი: 40 058

სუონსი-საუთჰემპტონი 2:1
გოლები: 1:0 მოუსონი (38), 1:1 ლონგი (57), 2:1 სიგურდსონი (70)
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი (72. რანხელი) - კორკი, ტ. ქეროლი - სიგურდსონი, ფერი (72. კი), რუტლიჯი (60. ნარსინგი) - ფერნანდო ლორენტე.
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, რომეუ, კლასი (76. მაკქუინი) - რედმონდი (77. საიმსი), ტადიჩი (56. ბუფალი), ლონგი.
მაყურებელი: 20 359

ლივერპული-ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 დავიდ ლუიზი (24), 1:1 ვიინალდუმი (57)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ჩანი, ჰენდერსონი, ვიინალდუმი - ლალანა (90. ორიგი), კოუტინიო (75. მანე), ფირმინო.
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კაჰილი - მოზესი, კანტე, მატიჩი, ალონსო - ვილიანი (83. ფაბრეგასი), აზარი (72. პედრო), დიეგო კოშტა (90. ბატშუაი).
გამოუყენებელი პენალტი: (76. დიეგო კოშტა)
მაყურებელი: 53 157

1 თებერვალი
ვესტ ჰემი-მანჩ. სიტი 23:45
მანჩესტერ იუნ-ჰალი 23:59
სტოკი-ევერტონი 23:59

ბომბარდირები:
15 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 14 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 13 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 11 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა 1 მარცხი აქვთ საერთოდ არაქვთ წაგება 6 ეულთან.ერთი ეგ გამოსდით
და მაგასაც ნუ უკარგავთ ვა
1 marcxi ara kvaxi
15:08 01-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული