თანაც, ქვედალიგელიც არის და ქვედალიგელიც. გიჟმაჟი ფანებით დამუხტული რანგითა და რიგითობით მესამე ლიგის გუნდი "მილუოლი" ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს, ისევე, როგორც მეხუთელიგელი "ლინკოლნი", რომელიც "არსენალს" დაუპირისპირდება, "მეთოფეებს", რომლებმაც მეექვსელიგელი (!) "სატონის" გმირული და ზღაპრული დაპირისპირება დაასრულეს.
სამაგიეროდ, "სატონი" ბევრისთვის სამაგალითოდ იქცა და ამ გუნდმა ბევრი სახალისო მოგონებაც დაგვიტოვა. მაგალითად, ის, რომ მატჩამდე
აღსანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა მატჩის დაწყებამდეც, როდესაც სატონის კაპიტანმა თეო უოლკოტს (რომელიც "არსენალს" კაპიტნობდა), ტრადიციულად, ე.წ. ვიმპელი გაუწოდა, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო, რადგან კონკრეტულად უოლკოტს ან ზოგადად, "მეთოფეებს" თავიანთი ვიმპელი დაავიწყდათ ან უბრალოდ, საჭიროდ არ ჩათვალეს პატარა მეტოქესთან ასეთი ცერემონიის აუცილებლობა.
ამას სოციალურ ქსელებში ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, უოლკოტი და "არსენალი" უპატივცემულობისთვის გააკრიტიკეს. მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტო-ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ მატჩის შემდეგ უოლკოტი გასახდელში ესტუმრა "სატონის" მოთამაშეებს და მათ ავტოგრაფები ჩამოურიგა… ისინი შეურაცხყოფილად სულაც არ გრძნობდნენ თავს, პირიქით, ძალიანაც ბედნიერები გახლდნენ.
უეინ შოუ კი, შესაძლოა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დააჯარიმოს. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ საბუკმეკერო კანტორაში გამოჩნდა პოზიცია - "მოხვდება თუ არა უეინ შოუ კადრში ღვეზელის ჭამის დროს?".
ამ პოზიციაზე ფსონი რამდენიმე ადამიანს გაუკეთებია და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც უნდა დაიწყოს. შოუს თქმით, მას რამდენიმე მეგობარი ეხუმრა, აბა, თუ შეჭამ ღვეზელს თამაშისასო, მეც ვუთხარი, რომ ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი და არანაირი სხვა ჩანაფიქრი არ ყოფილა. ეს არც ჩემს თანაგუნდელებს სცოდნიათ, მარტო 3-4-მა ადამიანმა თუ იცოდა და ისინიც მცირე თანხას თუ დადებდნენ, მატჩის ბილეთის ფასი რომ აენაზღაურებინათო.
მოგეხსენებათ, რომ წესების თანახმად, ფეხბურთელს საკუთარ მატჩებზე ფსონების კეთების უფლება არ აქვს და, ბუნებრივია, არც რაიმე ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვს სხვებისთვის.
თუმცა ეს ერთგვარად უნიკალური და იშვიათი შემთხვევაა, რომელსაც ალბათ გამოძიებაც გაითვალისწინებს და ასოციაციაც და სერიოზული ნაბიჯები არ მოჰყვება. მით უფრო, რომ შოუ უკვე გვარიანად დაზარალდა - სკანდალის აგორების შემდეგ კლუბმა მას გუნდიდან წასვლა სთხოვა და უნიკალური აღნაგობის ფეხბურთელმაც, ოღონდ თქვენ კარგად იყავითო და... წავიდა.
- ინგლისელი მეკარე მატჩის დროს ნამცხვრის ჭამის გამო შესაძლოა დასაჯონ [VIDEO]
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"