ისე, როგორც სინიშა... გაბიადინის სტარტი "ნისლიან ალბიონზე" დიდებულია

AutoSharing Option
მანოლო გაბიადინი 68-ე იტალიელია, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში გადავიდა სათამაშოდ. პრემიერლიგაში მოთამაშე 66 იტალიელი ფეხბურთელიდან 41-მა მოთამაშემ ინგლისი ერთი სეზონის გასვლის შემდეგ დატოვა. ზოგიერთმა ამდენ ხანსაც ვერ გაძლო. მაგალითად, სიმონე ძაძამ.

"იქ ჩემთვის ყველაფერი უცხო იყო - ვარჯიშების სისტემა, კვება, გარემოცვა, თამაშის სტილი", - თქვა მოგვიანებით ძაძამ. ძაძას მაგალითი ერთადერთი არ არის, ხშირად იტალიელებს უჭირთ პრემიერლიგაში ადაპტაცია.

"მე ვერ ვისწავლე გერმანული ენა. ეს საშინლად რთული გამოდგა. იურგენ კლოპი საშუალებას მაძლევდა, თარჯიმნის დახმარებით მესარგებლა. ტომას ტუხელმა კი ამიკრძალა", - თქვა ჩირო იმობილემ,
რომელიც ვერც გერმანულ გრანდში, "დორტმუნდში" დამკვიდრდა და ვერც "სევილიაში". მას არ უთამაშია ინგლისში, მაგრამ ეს კარგად მიუთითებს იმაზე, რომ აპენინელებს უჭირთ სხვაგან ადაპტაცია.

გაბიადინი "საუთჰემპტონში" უგოლოდ არ ტოვებს მინდორს. მანამდე ის "ნაპოლის" ფეხბურთელი იყო და მაინცდამაინც მნიშვნელოვან ფიგურად არ ითვლებოდა გუნდში. სამაგიეროდ, ის სინიშა მიხაილოვიჩის საყვარელი შეგირდი იყო "სამპდორიაში".

"ის ისე უტყამს ჯარიმებს, როგორც სინიშა მიხაილოვიჩი", - ამბობს "საუთჰემპტონში" გაბიადინის თანაგუნდელი შეინ ლონგი. თავად მანოლოც არ მალავს, რომ მიხაილოვიჩი მისი საყვარელი მწვრთნელია.

მანოლომ მაგრად დაიწყო ინგლისში. ნეტავ, გაგრძელებაც ასეთი იქნება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული