არსენი კიდევ ორი წლით? - ვენგერი "არსენალიდან" წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
არსენ ვენგერმა შესაძლოა, გაბრაზებული ფანები მალე დაამწუხროს, თუ კულისებში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა.

საქმე ის არის, რომ ფრანგს მტკიცედ აქვს პოსტზე დარჩენა გადაწყვეტილი და მხარეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ახალ ორწლიან კონტრაქტზე, რომელსაც სულ მალე გააოფიციალურებენ და გააცხადებენ.

როგორც იცით, მოქმედი შეთანხმება სეზონის ბოლოს სრულდება. არადა, ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ეს ვენგერის ბოლო სეზონია "არსენალში".

ლაპარაკობენ კიდევ ერთ ვარიანტზე - შესაძლოა, ახალი კონტრაქტი მართლაც გაფორმდეს, მაგრამ ისეთი პუნქტის გათვალისწინებით, რომელიც მხარეებს მარტივად გააშორებს, თუ "მეთოფეები" ოთხეულს მიღმა დარჩებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული