"მანჩესტერ იუნაიტედი" - ჟოზე მოურინიო 200 მილიონსა და ხუთ კაცს ითხოვს

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიოს ლუკ შოუსთან კონფლიქტის დავიწყება მოუწევს.

ჯერ ერთი, 21 წლის მარცხენა მცველი ბოლო ორ შეხვედრაში მშვენივრად გამოიყურებოდა და მერე მეორე - თუ საქმე იქამდე მივიდა, რომ ექსსაუთჰემპტონელი მართლაც წასვლას გადაწყვეტს, ზაფხულამდე მისმა ფასმა უნდა აიწიოს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დიდი ზარალი არ ნახოს.

რასაკვირველია, კლუბის უფროსობა "განსაკუთრებულის" საქმიანობაში ზედმეტად და უხეშად არ ჩაერევა, მაგრამ ინგლისური პრესის ცნიბით, ხელმძღვანელობას ჟოზესთვის უთხოვია - შეძლებისდაგვარად მეტი სათამაშო დრო მიეციო. შეგახსენებთ, რომ ლუკსა და მოურინიოს შორის უთანხმოება იმის გამოა, რომ ამ უკანასკნელს ფეხბურთელის შემ
ართება არ მოსწონს. უფრო სწორად, პორტუგალიელის აზრით, შოუს ჟინი აკლია და კლუბისთვის ბოლომდე არ იხარჯება.

პარალელურად, მოურინიოს ბოსებისთვის განუცხადებია, რომ სულ ცოტა, 200 მილიონ გირვანქას საჭიროებს იმისათვის, რომ ზაფხულში ხუთი სასურველი ტრანსფერი განახორციელოს.

არის უფრო კონკრეტული საუბარიც - ის, რომ "წითელი ეშმაკები" ახალ თავდამსხმელს ეძებენ, არახალია. მით უმეტეს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს ვერ გადაუწყვეტია, მიდის თუ რჩება.

"ოლდ ტრაფორდის" ბინადრების სიაში პირველ-მეორე ადგილებზე რომელუ ლუკაკუ და ანდრეა ბელოტი ყოფილან. ორივე 23 წლისაა და ორივეს არაერთი მსურველი ჰყავს. ბელგიელი ამჟამად პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს და, დიდი ალბათობით, მართლაც ბოლო სეზონს ატარებს "ევერტონში". უკანასკნელ პერიოდში აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ლუკაკუს "ჩელსიში" დაბრუნება გადაწყვეტილი ჩანს, მაგრამ მანჩესტერელებიც თავისას ცდილობენ.

რაც შეეხება ბელოტის, იტალიის ნაკრების ფორვარდი სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერია და მასაც არ აკლია მთხოვნელები, მაგრამ "წითელი ეშმაკები" შეეცდებიან, პირადად ფეხბურთელი და მისი კლუბი ყველაზე კარგი ფინანსური შეთავაზებით მოთაფლონ.

თანაც, "მანჩესტერს" "ტორინოსთან" საქმიანი ურთიერთობა უკვე აწყობილი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხუტ კაცს კიარა აახვიე რა აქედან ვინარის ეს ტოო
dato
09:45 14-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული