პრემიერლიგა. XXXVI ტური: მამლებს არ უყვართ მაისი... [VIDEO]

AutoSharing Option
თუ "ჩელსი" ჭკუით მოიქცევა, დარჩენილ ოთხ მატჩში 2 გამარჯვებაც ეყოფა ჩემპიონობისთვის. აი, ასე დაუჯდა ალჩუზე კოჭი ანტონიო კონტეს გუნდს მას მერე, რაც პარასკევს "ვესტ ჰემმა", ლონდონურ დერბიში, მოულოდნელად შეაწყვეტინა "ტოტენჰემს" ძლევამოსილი სერია (ზედიზედ 9 გამარჯვება), თავად კი პრემიერლიგაში დარჩენის საქმე მოაგვარა...

ჭკუით მოიქცევაო, რომ ვთქვით, იმას ნიშნავს, რომ ახლა ყველაფერი "არისტოკრატების" ხელშია - დღეს "მიდლსბროს", ხოლო 12 მაისს "ვესტ ბრომვიჩის" დამარცხება ტიტულის გარანტიაა...

"ვესტ ჰემმა" თამაშში მთელი გული და სული ჩადო. სლავენ ბილიჩის "ჩაქუჩებმა" გამარჯვება არგენტინელი მანუელ ლანძინის მიერ 65-ე
წუთზე, ახლო მანძილიდან გატანილი გოლით გამოჭედეს. მანამდეც და მერეც "მამლებს" ჰქონდათ შანსები, მაგრამ ადრიანის "სეივებმა" ეს შანსები ნულამდე დაიყვანა.

რას ვიზამთ, "ტოტენჰემს" არ უყვარს გაზაფხულის ეს თვე - ბოლო სეზონების მონაცემებით, მაისში სამიდან 3 მატჩი აქვს წაგებული, მაშინ, როცა ამდენივე თამაშში დაყარა ფარ-ხმალი 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის აპრილამდე (34 მატჩი). ალბათ, ამას მწვრთნელიც მიაქცევდა ყურადღებას - რახან დაგვირგვინება არ გამოსდით, ეტყობა, მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებს დაღვინება აკლიათ...

"შეიძლება მოგებას არა, მაგრამ წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. თამაშის დასაწყისი კარგი გამოგვივიდა, პირველ ტაიმშიც ჩვენი იყო უპირატესობა, მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ... სამწუხაროდ, მეორე ნახევრის დასაწყისში შეცდომები დავუშვით - მეტოქეს მეტი სივრცე დავუთმეთ. როცა ჩემპიონობისთვის იბრძვი, ასეთი გოლი არ უნდა გაუშვა... რეალობა ის არის, ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ, გოლი ვერ შევაგდეთ", - თქვა პოჩეტინომ თამაშის შემდეგ.

"მანჩესტერ სიტიმ" 5 უპასუხო გოლი გაუტანა "კრისტალ პალასს" და პრემიერლიგაში ყოფნის პერსპექტივა სათუოდ დაუტოვა, თავად კი აგრძელებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ოთხეულისთვის. ესღა დარჩა პეპ გვარდიოლას მოტივაციად - გარანტირებული ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, რაც, თავისთავად, ურიგო მიზანი სულაც არ არის.

"უმაღლესი დონის თამაში ვაჩვენეთ, - თქვა გვარდიოლამ. - როგორც იქნა, გავახარეთ გულშემატკივარი ბევრი გოლით. "ჩელსი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი"... "ევერტონიც" კი - ნახეთ, რა გუნდების წინააღმდეგ გვიწევდა და გვიწევს ჭიდილი. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა მხრივ კი, აღსანიშნავია კევინ დე ბრუინის ამბავი - ამ მომენტისთვის მას ყველაზე მეტი, 15 საგოლე პასი დაუგროვდა. ბელგიელი შემტევის მიღწევა, გარკვეულწილად, ისტორიულ კომპონენტსაც შეიცავს - აქამდე, "მანჩესტერ სიტის" არც ერთ ფეხბურთელს, ერთ კონკრეტულ საპრემიერლიგო კამპანიაში, ამდენი საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.

"ბორნმუთმა" და "სტოკმა" ქულები გაიყვეს, რაც ორივესთვის პრემიერლიგაში დარჩენის გარანტია გახდა. გახარებულები ვართ კონკრეტულად მარკ ჰიუზის გუნდის გამოც - საქმე ისაა, რომ 629-წუთიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ "სტოკმა" სტუმრად გოლის (გოლებისაც) გატანა მოახერხა...

აღსანიშნავია ასევე, რომ მატჩში ორი ავტოგოლი გავიდა. სტატისტიკოსებმა გადაქექეს ისტორია და აღმოაჩინეს, რომ ასეთი რამ პრემიერლიგაში 2014 წლის ("ქუინზ პარკი"-"ლივერპული") შემდეგ არ მომხდარა.

უელსელი სემ ვოუკსის დუბლმა "ბარნლის" გადარჩენის რეალური შანსი დაუტოვა. ახლა შონ დიჩის ბიჭებს საქმის ბოლომდე მისაყვანად 1 ქულაღა სჭირდებათ და 1974/75 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდება, რომ მოკრძალებული "ბარნლი" ელიტაში ზედიზედ ორ (მინიმუმ) სეზონს გაატარებს.

გუნდი-პარადოქსიო, თუ ვინმეზე ითქმის, ერთ-ერთი "სანდერლენდიცაა" - უკვე გავარდნილმა "შავმა კატებმა" სტუმრად 2:0 მოუგეს "ჰალს" და გასავარდნ ზონაში დატოვეს. სხვათა შორის, ეს იყო "ვეფხვების" პირველი საშინაო მარცხი მას მერე, რაც გუნდს მარკო სილვა თავკაცობს.

ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა - შარშანდელმა ჩემპიონმა "ლესტერმა" პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ეს მოხდა "კინგ ფაუერზე" "უოტფორდის" ძლევით (3:0). ამ უკანასკნელს კი დარჩენილ სამ მატჩში ერთი ქულა სჭირდება, "ლესტერის" "მიღწევა" რომ გაიმეოროს.

სხვებთან ერთად, "სანდერლენდმა" დიდი სამსახური გაუწია "სუონსისაც" (სწორედ ამ "სანდერლენდს" უნდა ეწვიოს მომდევნო ტურში), რომელმაც თავის მხრივაც ივარგა - ფერნანდო ლორენტეს კინკილა თავურით უმოტივაციო "ევერტონი" დაამარცხა და გადარჩენის იმედი დაიტოვა.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ რონალდ კუმანის "კანფეტებმა" 2006 წლის შემდეგ პირველად "მოახერხეს" ზედიზედ 3 უგოლო მატჩის ჩატარება. და კიდევ: 1956 წლის შემდეგ "ევერტონმა" პირველად წააგო ინგლისურ ლიგაში მოასპარეზე უელსურ გუნდთან. მაშინ ეს "ნინიან პარკზე", "კარდიფთან" მატჩში მოხდა (0:1).

კვირას "ლივერპულმა" შინ ვერ მოუგო "საუთჰემპტონს". სხვა შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის ზონიდან ფეხს აღარ მოიცვლიდა. იურგენ კლოპის გუნდს საქმეს ისიც ურთულებს, რომ კონკურენტებს თითო თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. არადა, ჯეიმს მილნერს 11-მეტრიანი რომ გაეტანა (ფრეიზერ ფოსტერმა აუღო, რომელიც BBC-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნია), "წმინდანები", დიდი ალბათობით, "ენფილდიდან" ქულას ვერ წაიღებდნენ.

სხვათა შორის, 2009 წლის ნოემბრის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, რომ პენალტების სპეციალისტ მილნერს 11-მეტრიანის წერტილიდან დარტყმა გაუცუდდა. ერთი საგულისხმო დეტალიც: კლოპის თავკაცობით "ლივერპულს" ჯერაც არ დაუმარცხებია "საუთჰემპტონი - 3 ფრე და 1 მარცხი.

"არსენალმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 25-მატჩიანი წაუგებელი სერია შეაწყვეტინა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. "მეთოფეთა" პრეტენზია კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდება, თუკი ზეგ სტუმრად "საუთჰემპტონს" (გამოტოვებული მატჩია) მოუგებენ.

თამაში ვერ იყო სანახაობრივი, მეტადრე - პირველი ტაიმი. ჟოზე მოურინიომ, რაკი აქცენტი ევროპალიგის მოგებაზე გადაიტანა, მარკუს რაშფორდი და ჯესი ლინგარდი მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა მოედანზე, თუმცა გარდატეხა არ შედგა.

გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო არსენ ვენგერისთვის, ვისაც მოურინიოს გუნდებისთვის აქამდე არასოდეს მოეგო ოფიციალურ მატჩებში. ასე რომ, ძველ მტრებს შორის ანგარიში გახდა 15:1, "მანჩესტერის" თავკაცის სასარგებლოდ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXVI ტური
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 ლანძინი (65)
ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი - ფონტე, რიდი, კოლინზი - ბაირემი, ნოუბლი, კუიატე, კრისუელი - ა. აიუ (84. სნოდგრასი), ლანძინი (90+3. ე. ფერნანდესი) - კალერი (89. ე. ფლეტჩერი).
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი (80. ტრიპიერი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი (67. დემბელე), ბ. დევისი - ე. დაიერი, ვანიამა (73. იანსენი) - ერიქსენი, ალი, სონი - კეინი.
მაყურებელი: 56 992

მანჩესტერ სიტი-კრ. პალასი 5:0
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (2), 2:0 კომპანი (49), 3:0 დე ბრუინი (59), 4:0 სტერლინგი (82), 5:0 ოტამენდი (90+2)
სიტი (4-1-4-1): კაბალიერო - ფერნანდინიო, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ტურე - სტერლინგი, დე ბრუინი, დავიდ სილვა (68. საბალეტა), სანე (84. ნავასი) - ჟეზუში (84. იჰეანაჩო).
კრ. პალასი (4-3-3): ჰენესი - ჯ. უარდი, კელი (76. კელი), ვან აანჰოლტი, შლუპი - მაკარტური, მილივოიევიჩი (67. ფლამინი), ფენჩენი - ზაჰა, თაუნსენდი (57. ლი), ბენტეკე.
მაყურებელი: 54 119

ბორნმუთი-სტოკი 2:2
გოლები: 0:1 მუსე (33 ს. კ.), 1:1 სტანისლასი (62), 1:2 დიუფი (73), 2:2 შოუკროსი (81 ს. კ.)
ბორნმუთი (4-2-3-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, ს. კუკი, დენიელსი - ლ. კუკი, არტერი - სტანისლასი (72. გრეიდელი), ჯ. კინგი, პაფი (79. იბე) - მუსე (58. ფრეიზერი).
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, მუნიესა - ქემერონი, უელანი - შაქირი, ალენი, არნაუტოვიჩი (90. პიტერსი) - დიუფი (77. უოლტერსი).
მაყურებელი: 11 046

ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი 2:2
გოლები: 1:0 ვოუკსი (56), 1:1 რონდონი (66), 1:2 კ. დოუსონი (78), 2:2 ვოუკსი (86)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კ. ლონგი, ტარკოვსკი, ს. უარდი - ბოიდი (83. ბრეიდი), ვესტვუდი, ჰენდრიკი, არფილდი (83. გუდმუნდსონი) - ვოუკსი, ბარნსი (79. ე. გრეი).
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - კ. დოუსონი, მაკოული, ევანსი (51. ნიომი), უილსონი (88. იაკობი) - ფილდი (54. მორისონი), ლივერმორი - ბრანტი, დ. ფლეტჩერი, მაკკლინი - რონდონი.
მაყურებელი: 20 825

ჰალი-სანდერლენდი 0:2
გოლები: 0:1 ბ. ჯოუნსი (69), 0:2 დეფო (90)
ჰალი (4-4-2): იაკუპოვიჩი - ელმოჰამადი (86. ევანდრო), რანოკია, მაგუაირი, რობერტსონი - მარკოვიჩი (65. ჰადლსტოუნი), ნდიაიე (77. მბოკანი), კლუკასი, გროსიცკი - ერნანდესი, ნიასე.
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - ბ. ჯოუნსი, კონე, ოში, მანკილიო - ნდონგი, დენაიერი, ჰანიმენი (79. ლარსონი) - ბორინი, ანიჩებე, დეფო.
მაყურებელი: 22 480

ლესტერი-უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 ნდიდი (38), 2:0 მაჰრეზი (58), 3:0 ოლბრაიტონი (90+3)
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ბენალუანი, ჰუთი, ფუხსი - ოლბრაიტონი, დრინკუოტერი (67. ე. კინგი), ნდიდი, მაჰრეზი (78. დ. გრეი) - ოკაზაკი (63. სლიმანი), ვარდი.
უოტფორდი (3-5-2): გომეში - კაბასელე (72. სუნიგა), პრიოდლი, მარიაპა - ამრაბატი, ქლევერლი, დუკური, კაპუ (67. დინი), იანმაატი - ოკაკა, ნიანგი (84. პერეირა).
მაყურებელი: 31 628

სუონსი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ფ. ლორენტე (29)
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - კი (75. ფერი), ბრაიტონი (73. კორკი), ტ. ქეროლი - სიგურდსონი - ჯ. აიუ, ლორენტე (87. ბასტონი).
ევერტონი (4-3-3): სტეკელენბურგი - ჰოლგეიტი (78. კენი), იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი - გეიე, ბერი (65. ე. ვალენსია), ტ. დევისი - მირალასი, კალვერტ-ლიუინი (46. ბარკლი), ლუკაკუ.
მაყურებელი: 20 827

ლივერპული-საუთჰემპტონი 0:0
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ჩანი, ლუკას ლეივა (69. ლალანა), ვეინალდუმი (87. გრუჯიჩი) - ფირმინო, კოუტინიო, ორიგი (69. სტარიჯი).
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, რომეუ - ტადიჩი, უარდ-პროუსი, ბუფალი (60. რედმონდი) - გაბიადინი (69. შ. ლონგი).
გამოუყენებელი პენალტი: მილნერი (66. ლივერპული)
მაყურებელი: 53 139

არსენალი-მანჩესტურ იუნ 2:0
გოლები: 1:0 ჯაკა (54), 2:0 უელბეკი (57)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - ჰოლდინგი, კოსიელნი, მონრეალი - ჯაკა (76. კოკელენი), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (84. ბელერინი), რემზი, გიბსი - იოზილი, სანჩესი - უელბეკი (84. ჟირუ).
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ტუანზებე, ფ. ჯოუნსი, სმოლინგი, დარმიანი - ქერიკი, ერერა (63. რაშფორდი) - მხითარიანი (61. ლინგარდი), მატა (84. მაკტომინი), მარსიალი - რუნი.
მაყურებელი: 60 055

ორშაბათი. 8 მაისი
ჩელსი-მიდლსბრო 23:00

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 18 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ), დელე ალი (ტოტენჰემი); 15 - ედენ აზარი (ჩელსი), ჯოშუა კინგი (ბორნმუთი), ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).

გამოტოვებული მატჩი
10 მაისი:
საუთჰემპტონი-არსენალი.

მომდევნო ტური
12 მაისი:
ევერტონი-უოტფორდი, ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი;

13 მაისი:
მანჩესტერ სიტი-ლესტერი, ბორნმუთი-ბარნლი, მიდლსბრო-საუთჰემპტონი, სანდერლენდი-სუონსი, სტოკი-არსენალი;

14 მაისი:
კრ. პალასი-ჰალი, ვესტ ჰემი-ლივერპული, ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
15-1 rato? Frec jozes sasargeblodaa??? ))
Emre
11:24 08-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული