ბეილი "მანჩესტერში"? - ეს სულ უფრო რეალურია...

AutoSharing Option
გარეთ ბეილის მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლა სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. უელსელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყოფნით თითქოს, ისეთი კმაყოფილი აღარ არის, როგორც თავიდან და ისე ჩანს, არც ესპანური გრანდია დიდად წინააღმდეგი ბეილის სარფიანად გაყიდვის.

ისედაც სეზონის დიდ ნაწილს "სამეფო გუნდი" მის გარეშე ატარებს, გარეთი ტრავმებმა გატანჯეს. მთავარ მსურველად კვლავაც "მანჩესტერ იუნაიტედი" რჩება, მაგრამ ბეილს თავისთან "ჩელსიც" და ყოფილი კლუბი "ტოტენჰემიც" ეპატიჟება. ბოლო ცნობებით, თავად ბეილს "სტემფორდ ბრიჯზე" გადასვლას ან "უაით ჰართ ლეინზე" დაბრუნებას "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგება ურჩევნია.

ასე რომ, არის
თეორიული შანსი, რომ "მანჩესტერმა" "რეალისგან" ერთბაშად ორი სუპერვარსკვლავი - ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი დაიმატოს. ჟოზე მოურინიოც კმაყოფილი იქნებოდა, მაგრამ პორტუგალიელმა ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა გაინაღდოს.

დაბრუნებებზე თუ მიდგა საქმე, მანჩესტერელებმა უკვე სერიოზულად გადაწყვიტეს მაიკლ კინის ყოდვა, რომელიც ვერ დააფასეს და გაყიდეს, მცველი კი "ბარნლიში" ისე ათამაშდა, რომ ინგლისის ნაკრებში გაიკვალა გზა. როგორც ამბობენ, "იუნაიტედი" მზად არის, 24 წლის უკანახაზელში 25 მილიონი გირვანქა გადაიხადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული