ინგლისის ნაკრები: სამხედრო დღე საუთგეიტის ბიჭებისთვის

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებმა ერთი დღე საზღვაო ქვეითებთან ერთად გაატარეს და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღეს მოახლოებული მატჩების წინ.

ფეხბურთელები არა უბრალოდ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, არამედ ერთი დღე ჯარისკაცის ცხოვრებით იცხოვრეს, ასრულებდნენ სხვადასხვა ვარჯიშს, რომლებიც ჩვეულებრივი დღის წესრიგია სამხედროებისთვის.

"გვინდოდა ბიჭები უჩვეულო სიტუაციაში გაგვეგზავნა, მოგვეწყო მათთვის რაიმე მოულოდნელი. მათ წინაშე იყო მიზნები, რომელთა გადასალახად შესაძლებლობის ზღვარს უნდა გადასულიყვნენ. ამასთან, ყველას ესმოდა, რომ არ უნდა დაეღალატებინათ პარტნიორები", - განაცხადა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა.

ინგლისის ნაკრები 10 ივნისს გამართავს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ
შეხვედრას შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, 13 ივნისს კი ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება საფრანგეთს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენებიც გავუშვათ!!!
geno
14:42 08-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული