ჩინელმა ბიზნესმენმა ტონი სიამ, რომელიც "ასტონ ვილას" ამჟამინდელი მფლობელია, ფანებს სიამაყით განუცხადა ამ ტრანსფერის შესახებ. ვინ იცის, "ასტონ ვილას" ტერისადმი ინტერესი მას მერე გაიზარდა, რაც ჯონი თავისთან "ვილას" მტერმა და თანაქალაქელმა "ბირმინგემმა" და მისმა თავკაცმა ჰარი რედნაპმა დაპატიჟა.
თავად "ვილა პარკის" ბინადართა
"ამ კლუბისადმი სიმპათიები წლების განმავლობაში მქონდა და ეს გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა. გუნდს შესანიშნავი ინფრასტრუქტურა აქვს. "ვილა პარკი" ფანტასტიკური სტადიონია, ფანებიც გამორჩეული და შემადგენლობაც კარგია. ამას გამოცდილი და ძალიან ძლიერი მწვრთნელი სტივ ბრიუსი ემატება. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი. იმედი მაქვს, გუნდს რაღაც განსაკუთრებულის მიღწევაში დავეხმარები" - აღნიშნა 36 წლის ტერიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯონისთვის ეს სულ რაღაც მესამე კლუბი იქნება. მას, ფაქტობრივად, მთელი კარიერა "ჩელსიში" აქვს გატარებული. ერთადერთი 2000 წელს მცირე ხნით "ნოტინგემ ფორესტის" რიგებში იყო განათხოვრებული. ტერის ინგლისის ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"