"წითელი ეშმაკები" მთელი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდნენ "ევერტონთან" ლუკაკუს ტრანსფერის გაჩარხვას, თუმცა ისინი ლივერპულური გუნდის მიერ მოთხოვნილ თანხაზე თანახმანი არ იყვნენ.
BBC-ის ინფორმაციით, ეს შესაძლო ტრანსფერი არ არის დაკავშირებული უეინ რუნის მშობლიურ კლუბში დაბრუნებასთან, რომელმაც, როგორც იცით, კარიერა სწორედ "ევერტონში" დაიწყო.
24 წლის ბელგიელმა შემტევმა პრემიერლიგის გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა.