26 წლის ალჟირელმა შემტევმა გუნდის გამოცვლის სურვილი გამოთქვა. მისი შეძენით "არსენალია" დაინტერესებული, რომელიც 40 მილიონს იხდის, მაგრამ "ლესტერს" ფეხბურთელი 57 მილიონზე ნაკლებად არ ეთმობა.
"რიადი პროფესიონალი უნდა იყოს და ჩვენი მხრივ, მას ჩვენც პროფესიონალურად უნდა მოვექცეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მაჰრეზმა კლუბს ერთგულება უნდა დაუმტკიცოს.
თუ ფეხბურთელი თავის ერთგულებას არ დაამტკიცებს, არ ითამაშებს. მას უნდა ესმოდეს, რომ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს." -