26 წლის ბრაზილიელმა მცველმა ინგლისურ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
არაოფიციალური ინფორმაციით ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონი ევრო შეადგინა. გარდა ამისა "სამეფო კლუბმა" შესაძლოა ბონუსის სახით კიდევ 5 მილიონი ევრო მიიღოს.
წარდგენის შემდეგ დანილომ "ქალაქელთა" მთავაირ მწვრთნელის მიმართ სიმპათია არ დამალა.
"ძალიან ბედნიერი ვარ "სიტიში" გადასვლით. ზოგიერთ კლუბს ძალიან უნდოდა ჩემი გადაბირება, მაგრამ ყოველთვის მინდოდა გვარდიოლას ხელმძვანელობით თამაში. როცა მისი ჩემდამი დაინტერესების შესახებ გავიგე, გავიფიქრე, რომ "სიტის" ფეხბურთელი უნდა გავხდე", - თქვა დანილომ.
მომზადებულია mancity.com-ის