"ვესტ ჰემმა" ჩიჩარიტოს ტრანსფერი დაადასტურა

AutoSharing Option
"ვესტ ჰემ იუნაიტედმა" ხავიერ ერნანდესის, იგივე ჩიჩარიტოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ინგლისური კლუბის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ 29 წლის მექსიკელში "ვესტ ჰემმა" ლევერკუზენის "ბაიერს" 16 მილიონი ფუნტი გადაუხადა, თავად ფეხბურთელთან კი 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხავიერ ერნანდესს "გვადალახარაში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "რეალსა" და "ბაიერში" უთამაშია. გერმანულ გუნდში ის 2015 წელს გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 76 შეხვედრაში ფეხბურთელის ანგარიშზე 39 გოლია.

ჩიჩარიტო, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ვესტ ჰემის" მე-4 შენაძენია. "ჩაქუჩებმა" აქამდე, პაბლო საბალეტა, ჯო ჰარტი და მარკო არნაუტოვიჩი დაიმატეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული