"ჩელსის" ბოდიში ჩინელ ხალხს და დასაჯილი კენედი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი", კენედის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ჩინელ ხალხს ბოდიშს უხდის, ფეხბურთელს კი ინგლისში აბრუნებს.

"ჩელსი" ახალი სეზონისთვის მზადებას ჩინეთში გადის. აზიაში ჩასვლის შემდეგ, ლონდონელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, კენედიმ, სოციალურ ქსელში მასპინძელი ქვეყნის შეურაცმყოფელი რამდენიმე პოსტი გააკეთა, რამაც, ბუნებრივია, ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია.

ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ დისციპლინარულ სახდელს ის მაინც ვერ აცდა.

"კენედის ქმედება შეცდომა იყო და ის ამ შეცდომისგან ისწავლის.

მისი ქცევა გუნდის განწყობას არ გამოხატავს და ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ კლუბში არსებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მომხდარის გამო, ფეხბურთელი მკაცრად დაისჯება.

"ჩელსის"
ყველა წევრი ჩინეთს დიდი პატივს სცემს. ჩვენი ჩინელი გულშემატკივრები გვიყვარს.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა შოკში ჩაგვაგდო და დაგვამწუხრა.

ბოდიშს ვიხდით იმ ზიანის გამო, რაც ჩინელ გულშემატკივრებსა და ჩინელ ხალხს მიადგა, " ვკითხულობთ "ჩელსის" ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარი ფეხბურთელმაც გააკეთა: "მინდა, ჩინელ ხალხს შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოვუხადო. მათთვის ზიანის მიყენება ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა. ახლაღა ვხვდები, რომ ჩემი კომენტარები უადგილო იყო."

ბოდიშის მოხდის მიუხედავად, 21 წლის ბრაზილიელი სასჯელს ვერ გადაურჩა. ის გუნდის წინასასეზონო მზადებიდან მოკვეთეს და ჩინეთიდან ინგლისში დააბრუნეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა თქვა ასეთი?აგინა?თუ ღირსია უნდა დაისაჯოს!ამას უეფას დევიზი დაავიწყდა?
ძირს რასიზმი!
პატივისცემა
ჩინელია თუ შავკანიანია დაცინვის ღირსი არ არის
MISHO MISHO
22:51 25-07-2017
0
გაგვაგებინეთ მაინც რა თქვა. დედა აგინა თუ დაწყევლა?
მიხო
17:30 25-07-2017
0

სიახლეები პოპულარული