„ლივერპულის“ მეპატრონე ჯონ ჰენრიმ სასტიკად გააკრიტიკა გუნდი, რომელიც წინა პატრონებისგან მემკვიდრეობით ერგო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჰენრიმ ესპანელი მწვრთნელი რაფა ბენიტესი გაკიცხა, რადგან „ლივერპულის“ წინა მეპატრონეებს ტომ ჰიკსსა და ჯორჯ ჯილეტს ყველაფერი შეიძლება დაბრალდეს ფეხბურთელების შერჩევის გარდა. ამ საქმით „ენფილდზე“ ბენიტესი იყო დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ახალმა მეპატრონემ, რომელიც კორპორაცია „ფინევეი სპორტს გრუპის“ პრეზიდენტია, „ლივერპულში“ თითქმის მილიონი დოლარი გადაიხადა.
ჰენრიმ თქვა: „ყველაზე დიდი პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამი გახლავთ. ჩვენ თავიდანვე ვფიქრობდით, რომ მთავარი თავსატეხი სწორედ ეს იქნებოდა და ყოველდღიურმა მუშაობამ გვაჩვენა,
გეხსომებათ, რომ იანვარში ჰენრის უკვე მოუხდა სატრანსფერო საქმიანობაში ჩაბმა — „ჩელსის“ 50 მილიონი ფუნტად ფერნანდო ტორესი მიჰყიდა და მთელი შემოსული თანხა „ნიუკასლიდან“ ენდი ქეროლისა და „აიაქსიდან“ ლუის სუარესის შეძენაში დახარჯა. მერსისაიდელთა ამერიკელი შეფისგან მომავალ ზაფხულსაც უნდა ველოდოთ საბაზრო აქტიურობას. ამბობენ, რომ მის სიაში უპირველეს ყოვლისა სტიუარტ დაუნინგი, ეშლი იანგი და ჩარლი ადამი წერია. ჰენრი დარწმუნებულია, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში „ლივერპული“ აუცილებლად გახდება ინგლისის ჩემპიონი.
ახალშეძენილმა ლუის სუარესმა, მოგეხსენებათ, წითელი მაისურით თავიდანვე მოახდინა ეფექტი. დღეს ის უკვე ლაღად პასუხობს ინგლისელი ჟურნალისტების კითხვებს და ამბობს, რომ თამაშის უკომპრომისო სტილი ბავშვობისდროინდელ კერპ გაბრიელ ბატისტუტასგან გადაიღო. მან ისიც თქვა, „ლივერპულის“ თავკაცმა კენი დალგლიშმა ახალ გუნდთან შეგუებაში განსაკუთრებული დახმარება გაუწია.
„გაბრიელ ბატისტუტა თავდამსხმელის ნიმუში გახლდათ. ეს იყო დიდი მაგალითი, იგი სრულყოფილად გამოხატავდა ფორვარდის ჭეშმარიტ სულს. ის არასდროს ნებდებოდა და ვფიქრობ ეს თვისება მისგან გადავიღე“.
დალგლიშთან დაკავშირებით კი 24 წლის ურუგვაელმა ასე თქვა: „მისგან უკვე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ამ ადამიანს რომ უყურებ რჩება შთაბეჭდილება, რომ მწვრთნელობისთვის თავი სულ ახალი დანებებული ჰქონდა. იცით, პირველად რომ დამინახა როგორ მომესალმა? ესპანურად. ასე მითხრა: ოლა, ბენვენიდო. ის დღესაც ესპანურად მელაპარაკება, რადგან ინგლისური ჯერ კარგად არ ვიცი. ის მაგრძნობინებს, რომ მე გუნდს ვჭირდები“.