გმირი გერი

AutoSharing Option

„ტოტენჰემის“ რუს თავდამსხმელ რომან პავლიუჩენკოს ბრალად პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში, უიგანელი გერი კოლდუელის წინა კბილის დაზიანება დასდეს. „უიგანის“ ესპანელი მწვრთნელი რობერტო მარტინესი დარწმუნებულია, რომ მსაჯ ანდრე მარინერს პავლიუჩენკოს უხეშობა რომ დაენახა და დაესტვინა, რუსი სეროიოზულ სასჯელს ვერ გადაურჩებოდა — შეგახსენებთ, რომ მარტინესი მისი ფეხბურთელის იდაყვით დაზიანებას ჯერ კიდევ თებერვალში ედავებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავ უეინ რუნის. მაშინ, რუნიმ, DW სთედიუმზე ჯეიმს მაკარტის მისცხო კბილებში.

და, რა მოხდა „უიგანისა“ და „სფურზის“ შეხვედრაში? მარინერმა ეპიზოდი ვერ შეამჩნია და ფეხბურთის ასოციაციაში წ
არდგენილ ოქმშიც კი არ შეიტანა, ასე რომ კოლდუელის დანტისტს იმ კბილებთან მოუწევს მუშაობა, რომელთა ამბავსაც სადისციპლინო კომისია არ განიხილავს.
მარტინესმა თქვა: „იდაყვის ქნევა ყოველთვის ძალიან სახიფათოა, ამ შემთხვევაში კი უბრალოდ დიდ უხეშობასთან გვქონდა საქმე. გერიმ სერიოზული დარტყმა მიიღო. მსაჯს ასეთი რამ უნდა შეემჩნია. სამწუხაროა მარინერს ასეთი უხეშობა რომ გამოეპარა. პავლიუჩენკომ ისეტი რამ გააკეთა, რაც ფეხბურთს ამახინჯებს. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს.

იმის გამო, რომ „სფურზის“ თავდამსხმელმა იდაყვი მოიქნია, კოლდუელს წინა სამი კბილი მოებრიცა. მათ პოზიცია შეიცვალეს. წარმოიდგინეთ, რა ვაჟკაცი ადამიანია გერი, რომ ამის მიუხედავად შეცვლა არ მთხოვა და ბოლომდე მოედანზე დარჩა“.
გერი კოლდუელი მართლაც თავდადებული ადამიანია. მას ორი თვის წინ „ვესტ ბრომვიჩის“ ფეხბურთელ მარკ-ანტუანი ფორტუნთან ორთაბრძოლისას ყვრიმალის ძვალი გაებზარა და მაშინაც ბოლომდე დარჩა მოედანზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული