მილიარდერი მოდის

AutoSharing Option
„არსენალი“ შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულს“ შეუერთდეს - მისი საკონტროლო პაკეტის ყიდვასაც უცხოელი ცდილობს. მყიდველი გახლავთ ამერიკელი მილიარდერი სტენ კროენკი, რომელიც „მეთოფეთათვის“ ნაცნობი ადამიანია. ის კლუბის 29 პროცენტს უკვე ფლობს, მაგრამ კიდევ ორი მეწილის, დენი ფიზმანისა და ლედი ნინა ბრეისვილ-სმიტის აქციების შესყიდვაც გადაუწყვეტია. თითოეული 16 პროცენტს ფლობს, რაც დაახლოებით 300 მილიონი ფუნტი ღირს.

იმისათვის რომ სრული და უპირობო „ბატონ-პატრონი“ გახდეს, კროენკს მაინც მოუწევს რთული მოლაპარაკებები ალიშერ უსმანოვთან. მენავთობე უზბეკი დღეისათვის „არსენალის“ 27 პროცენტის პატრონია და შეიძლება სულაც
არ უნდა ვინმე საკონტროლო პაკეტს რომ დაეპატრონოს. თუმცა, ამერიკელისთვის მთავარი მაინც ზემოხსენებულ ორ მეწილესთან გარიგება გახლავთ.
ცნობისათვის: სტენ კროენკს „არსენალში“ 100 მილიონი ფუნტი უკვე ჩადებული აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული