გინება და კოკა

AutoSharing Option
ინგლისში უეინ რუნის გინებაზე ლაპარაკს ვერა და ვერ დაუსვეს წერტილი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარსკვლავს კვლავ „ვესტ ჰემთან“ შეხვედრის დროს მომხდარ ამბავზე ჰკითხეს და მანაც უპასუხა, რომ ჩადენილს ძალიან ნანობს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ლიდერები ლონდონელებთან 2:0-ს აგებდნენ, როდესაც რუნიმ ფხა გამოიღო და სამი გოლი გაიტანა. ამით გახარებულმა თავდამსხმელმა მოედნის კიდესთან ტელეკამერასთან მიირბინა და სიხარულის გამოსახატავად გინება დაიწყო. ამ საქციელისთვის „იუნაიტედის“ ვარსკვლავი ორთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. შაბათს მას ფეხბურთის ასოციაციის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშის გამოტოვება მოუწევს.

„ემოციით ვიყავი შეპყრობილი, რას ვაკეთებდი თავად ვერ ვხვდებოდი.
ჩემმა სამმა გოლმა წაგებული თამაში შემოაბრუნა და ამან ძალიან გამახარა. შეხვედრა რომ დამთავრდა მივხვდი რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი და დაუყოვნებლივ ბოდიში მოვიხადე. რად უნდა ლაპარაკი ტელეკამერასთან მივარდნა და გინება ცუდი საქციელი იყო. ახლა, როდესაც უკვე დამსაჯეს, ვერაფერს გავხდები, ამიტომ იძულებული ვარ შევეგუო და ცხოვრება გავაგრძელო. იმედი მაქვს, რომ ბიჭები შაბათს „სიტის“ დაამარცხებენ და ასოციაციის თასის ფინალში ვითამაშებ“ — თქვა რუნიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გასულ კვირაში რუნის შესახებ პრესაში ისიც დაიწერა, რომ „კოკა კოლამ“ მასთან სარეკლამო თანამშრომლობა გინებისა და ცუდად ქცევის გამო შეწყვიტა.

„ეს ტყუილია, — გაეცინა მანჩესტერელს, — „კოკა კოლას“ გასული სეზონის მიწურულს ველაპარაკე. მათ მაშინვე მითხრეს, რომ ოლიმპიადის მოახლოების გამო ჩემგან მეტი აქტიურობა სჭირდებოდათ, მე კი საამისო დრო არ მაქვს. ჩვენ მაშინვე შევთანხმდით, რომ „კოკა კოლას“ სახე 2010 წლის მერე აღარ ვიქნებოდი, უბრალოდ, ეს ამბავი ახლა გახმაურდა“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული